Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 30 days ago

კორონავირუსის  4-ვე ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა. მისი თქმით, ოთხივე ახალი ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. მარინა ეზუგბაიას თანახმად, კოვიდ ცენტრებში დადასტურებული კოვიდ ინფექციით  სულ 142  პაციენტი მკურნალობს. საქართველოში 14 ივლისის დილის მონაცემებით,  ახალი კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. არსებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოში კოვიდ-19 სულ დადასტურებული აქვს 999 ადამიანს, მათგან გამოჯანმრთელებულია 870, გარდაცვლილი-15.


Latest News
Hashtags:   

კორონავირუსის 

 | 

ახალი

 | 

დადასტურებული

 | 

შემთხვევა

 | 

შემოტანილია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources