Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ვარშავა-თბილისის სპეციალური რეისით საქართველოში დაბრუნდა 171 ადამიანი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანახმად, 13 ივლისს ვარშავა-თბილისის სპეციალური რეისით სამშობლოში დაბრუნდა 171 ადამიანი. მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც ისინი სპეციალური ავტობუსებით გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეებში. ვარშავა-თბილისის სპეციალური რეისი განახორციელა ავიკომპანია „მაივეი ეარლაინსმა“ (Myway Airlines). საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ივლისში შემდეგი სპეციალური რეისები შესრულდება: 15 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ბარსელონა - ქუთაისი - ბარსელონა; 17 ივლისი, ავიაკომპანია Myways Airlines, თბილისი - რომი - თბილისი; 22 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, პარიზი -ქუთაისი - პარიზი (ბოვე) - ქუთაისი; 28 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ათენი - ქუთაისი - ათენი.


Latest News
Hashtags:   

ვარშავა

 | 

თბილისის

 | 

სპეციალური

 | 

რეისით

 | 

საქართველოში

 | 

დაბრუნდა

 | 

ადამიანი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources