Friday 7 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 24 days ago

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ანჯეი დუდამ გაიმარჯვა

პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ 13 ივლისს განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა, კონსერვატორმა ანჯეი დუდამ. მან 12 ივლისს გამართულ მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 51,03% პროცენტი მოიპოვა. ვარშავის ლიბერალმა მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების 48.97% დააგროვა. როგორც კომისიამ განაცხადა, უჩვეულოდ მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა. ამომრჩევლები ვალდებული იყვნენ, ყოფილიყვნენ ნიღბებით და ხელთათმანებით, დაეცვათ უსაფრთხოების მანძილი და ეხმარათ ხელის სადეზინფექციო სითხე. ისინი საკუთარ კალმებს იყენებდნენ ხმების შემოსახაზად. დუდას მხარს უჭერს მმართველი მემარჯვენე პარტია კანონი და სამართალი და ასევე მთავრობა, ხოლო ტშასკოვსკი, ვარშავის მერი და ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი, წარმოადგენს მთავარ ოპოზიციურ პარტიას, სამოქალაქო პლატფორმას . პირველ რაუნდში, რომელიც ივნისში გაიმართა, დუდამ ხმების 45 პროცენტი მოაგროვა, ხოლო ტშასკოვსკიმ - 30,5. დუდას კვლავ არჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონი და სამართლის პარტიის ძალისხმევებისთვის სადავო სასამართლო რეფორმების განმტკიცების საქმეში. წინასაარჩევნო კამპანიისას, ტშასკოვსკიმ თქვა, რომ ის დაბლოკავს კანონმდებლობას, რომელიც მისი აზრით, ძირს უთხრის დემოკრატიულ ნორმებს.


Latest News
Hashtags:   

პოლონეთის

 | 

საპრეზიდენტო

 | 

არჩევნებში

 | 

ანჯეი

 | 

დუდამ

 | 

გაიმარჯვა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources