Friday 7 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 24 days ago

ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შრომის კოდექსში ცვლილებებს

პირობის გათვალისწინებით დაუჭირა მხარი ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის კოდექსი კოდექსში ცვლილებების კანონპროექტს. კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კანონპროექტის შესახებ კომიტეტის პოზიცია გამოხატა. „ეს არა მხოლოდ შენიშვნაა, არამედ პირობაც იმისა, რომ კომიტეტი იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს კანონპროექტს, თუ პროექტიდან ამოღებული იქნება ის პუნქტი, რომლის მიხედვით რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში იკრძალება ერთზე მეტ სამუშაოზე დასაქმება. ვფიქრობ, გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი, უმთავრესია ამჟამინდელი ეკონომიკური ვითარება, ამ ვალდებულებით კი დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობა გაუარესდება. აღნიშნული ცვლილების მიღების ვალდებულება საქართველოს არა აქვს არც ასოცირების შეთანხმებით და არც სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამიტომ მსურს, რომ ეს რეალობა გავითვალისწინოთ. ასეთ შემთხვევაში კომიტეტი დაუჭერს მხარს, რამეთუ ძალიან ბევრი ღირებული სიახლეა, თუმცა ამ ნაწილს ვერ დავეთანხმებით“, - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ. დეპუტატის განმარტებით, ადამიანები ორ, სამ სამსახურში დადიან არა იმიტომ, რომ ჭარბი დრო აქვთ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მათ ხშირად აიძულებთ მეტად დაიტვირთონ. მისი აზრით, შრომაც და უსაფრთხოებაც უნდა დაიზოგოს, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე არ შეიძლება შეიზღუდოს პირი, რომელსაც აქვს საშუალება, სურვილი და შესაძლებლობაც და, შესაბამისად, მათ დამატებით სხვა სამსახურში მუშაობა არ უნდა აეკრძალოს. ხუნდაძე აზუსტებს, რმ ეს ბევრ წილად შეეხება ექიმებს და გარდა სოციალური მდგომარეობის გაუარესებისა, გამოიწვევს გარკვეულ კლინიკებში პროფესიონალი ექიმების დეფიციტსაც. მან ამ მუხლის ამოღება მოითხოვა. კანონპროექტის მომხსენებელმა და ერთ-ერთმა ინიციატორმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა თქვა, რომ სახელმწიფოს მონაწილეობის და დასაქმებულის გარეშე არ არსებობს ბიზნესი, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასაქმებულთა უფლებების დაცვას. მისი თქმით, ზოგადად ბიზნესი არის დამსაქმებლის და დასაქმებულის ერთობლიობა და მათ შორის თანამშრომლობა არის ძირეული და ფუნდამენტური. „თუ არ არის აღიარება ბიზნესის ინტერესების და არ არის ბიზნესისგან დასაქმებულის ინტერესების აღიარება, ქვეყანა წინ ვერ მიდის და ეს არის აპრიორი. ჩვენ გვინდა ევოლუციური გზით წავიდეთ, დავაბალანსოთ პროცესი, სადაც ბიზნესი და დასაქმებული - ორივე ცდილობს საერთო ინტერესი გამონახოს. კომპანიის განვითარება არ უნდა იყოს მხოლოდ მფლობელის ინტერესებში, კომპანიის განვითარება უნდა იყოს დასაქმებულის ინტერესებში იმიტომ რომ უნდა იცოდეს დასაქმებულმა კომპანიის სიკეთე მასზეც აისახება. ეს არის ამ კანონის სულისკვეთება“, - თქვა დიმიტრი ცქიტიშვილმა. საბოლოოდ, კომიტეტმა შენიშვნების გათვალისწინებით, კანონპროექტის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას, მხარი დაუჭირა.


Latest News
Hashtags:   

ჯანდაცვის

 | 

კომიტეტმა

 | 

პირველი

 | 

მოსმენით

 | 

მხარი

 | 

დაუჭირა

 | 

შრომის

 | 

კოდექსში

 | 

ცვლილებებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources