Wednesday 5 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 22 days ago

ჩინეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა აშშ-ის უწყებას, ელჩსა და კანონმდებლებს

ჩინეთმა „შესატყვისი სანქციები“ გამოაცხადა აშშ-ის უწყების, ელჩისა და სამი მაღალი რანგის რესპუბლიკელი კანონმდებლის წინააღმდეგ - პასუხად ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ სავიზო შეზღუდვებსა და აქტივების გაყინვაზე, რაც ვაშინგტონმა შემოიღო ჩინეთში უიღურების უფლებების დარღვევის გამო. პეკინის სანქციები გავრცელდება ჩინეთის საკითხებში აშშ-ის კონგრესის აღმასრულებელ კომისიაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩზე რელიგიის თავისუფლების საკითხებში, სემ ბრაუნბეკზე, რესპუბლიკელ სენატორებზე მარკო რუბიოსა და ტედ კრუზზე და რესპუბლიკელ კონგრესმენ კრის სმითზე, განაცხადა 13 ივლისს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ჩინეთის საკითხებში კონგრესის აღმასრულებელი კომისია ზედამხედველობას უწევს ჩინეთში ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობის განვითარებას და ის ყოველწლიურ ანგარიშებს წარუდგენს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. პეკინმა ეს ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები დააწესა უიღურებისა და სხვა, ძირითადად მუსლიმი, უმცირესობების მიმართ ადამიანის უფლებების „შემაძრწუნებელი და სისტემატური“ დარღვევების გამო სინძიანის რეგიონში. აშშ-ის სანქციები შემოღებულ იქნა ვაშინგტონსა და პეკინს შორის სერიოზული დაძაბულობის ფონზე, რაც დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ებრძვის ჩინეთი კორონავირუსის პანდემიას და ჰონგ-კონგის მიმართ პოლიტიკის გამკაცრებასთან.


Latest News
Hashtags:   

ჩინეთმა

 | 

საპასუხო

 | 

სანქციები

 | 

დაუწესა

 | 

უწყებას

 | 

ელჩსა

 | 

კანონმდებლებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources