Wednesday 5 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 23 days ago

„სამი მუშკეტერის“ უფრო დევიზი მომწონს, - ამბობს პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ალექსანდრე დიუმას ნაწარმოების „სამი მუშკეტერის“ დევიზი უფრო მოსწონს. ამის შესახებ მან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ონლაინბრიფინგზე განაცხდა, შესაბამისი კითხვის პასუხად. „უფრო დევიზი მომწონს - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“, - თქვა პაატა იმნაძემ. „სამი მუშკეტერიდან“ რომელ პერსონაჟთან ხედავს მსგავსებას - ამ კითხვის პასუხად ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ყველა მათგანის ბავშვობის საყვარელი წიგნია „სამი მუშკეტერი“, მაგრამ „რომელი უფრო ვართ, არ ვიცი, მაგრამ დარტანიანი ვიცი, ვინც არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გასულ კვირაში BBC-მ, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ მომზადებულ სტატიაში - „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე და შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერი პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სამ მუშკეტერს შეადარა, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან.


Latest News
Hashtags:   

„სამი

 | 

მუშკეტერის“

 | 

დევიზი

 | 

მომწონს

 | 

ამბობს

 | 

პაატა

 | 

იმნაძე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources