Friday 7 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 25 days ago

თითქმის საბოლოო შედეგებით, პრეზიდენტი დუდა მეორე ვადით იგებს პოლონეთის პრეზიდენტობას

პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ 13 ივლისს განაცხადა, რომ კონსერვატორმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ამომრჩეველთა ხმების 51,21 პროცენტი მოიპოვა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თითქმის ყველა ხმა დათვლილია. შედეგები, რომელიც დათვლილი ხმების 99,97 პროცენტს ემყარება, აჩვენებს, რომ ვარშავის ლიბერალმა მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების 48,79 პროცენტი დააგროვა. როგორც კომისიამ განაცხადა, უჩვეულოდ მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა. ამომრჩევლები ვალდებულნი იყვნენ, ყოფილიყვნენ ნიღბებით და ხელთათმანებით, დაეცვათ უსაფრთხოების მანძილი და ეხმარათ ხელის დეზინფიცირების სითხე. ისინი საკუთარ კალმებს იყენებდნენ ხმების შემოსახაზად. დუდას მხარს უჭერს მმართველი მემარჯვენე პარტია კანონი და სამართალი და ასევე მთავრობა, ხოლო ტშასკოვსკი, ვარშავის მერი და ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი, წარმოადგენს მთავარ ოპოზიციურ პარტიას, სამოქალაქო პლატფორმას . პირველ რაუნდში, გასულ თვეს, დუდამ ხმების 45 პროცენტი მოაგროვა, ხოლო ტშასკოვსკიმ - 30,5.  დუდას კვლავ არჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანონი და სამართლის პარტიის ძალისხმევებისთვის სადავო სასამართლო რეფორმების განმტკიცების საქმეში. წინასაარჩევნო კამპანიისას, ტშასკოვსკიმ თქვა, რომ ის დაბლოკავს კანონმდებლობას, რომელიც მისი აზრით, დემოკრატიულ ნორმებს უთხრის ძირს. 


Latest News
Hashtags:   

თითქმის

 | 

საბოლოო

 | 

შედეგებით

 | 

პრეზიდენტი

 | 

მეორე

 | 

ვადით

 | 

იგებს

 | 

პოლონეთის

 | 

პრეზიდენტობას

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources