Friday 7 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 25 days ago

პროკურატურა დეპუტატ კობალაძის შვილს ჯგუფურ ძალადობას ედავება

საქართველოს პროკურატურა უმრავლესობის დეპუტატის, კობა კობალაძის შვილს, დავით კობალაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ამ დრომდე სამართალდამცავი უწყებები მისთვის წაყენებული მუხლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებდნენ. პროკურატურის ვერსიით, დავით კობალაძე სხვა 5 პირთან ერთად, შურისძიების მოტივით, თავს დაესხა 23 წლის ბიჭს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დეპუტატის შვილმა და სამმა დაკავებულმა ბიჭს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ორმა დაკავებულმა კი ცივი იარაღით დააზიანეს. გარდა ამისა, გამოძიება ერთ პირს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. საგამოძიებო უწყებებმა ამ საქმეში მონაწილე პირების დაკავება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ინფორმაცია ერთ-ერთი ტელეკომპანიის ანონსში გაჟღერდა. ეს ინფორმაცია თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. საქმეზე დაკავებულია სულ 6 პირი, ერთზე კი ძებნაა გამოცხადებული. დეპუტატის შვილსა და კიდევ ერთ დაკავებულს სამართალდამცავები ჯგუფურ ძალადობას (სსსკ-ის 126-ე მუხლი, პირველი პრიმა პუნქტი, ბ ქვეპუნქტი) ედავებიან, რომლისთვისაც ჯარიმა ან ორ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. ერთ პირს იმავე მუხლისა და ცივი იარაღის ტარებას (სსსკ-ის 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილი) ედავებიან, რისთვისაც 3 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. პროკურატურამ განზრახ მძიმე დაზიანების (სსსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ე ქვეპუნქტი) მუხლით წაუყენა ბრალი ორ დაკავებულს. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით (სსსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილი) ერთ დაკავებულს ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 23 წლის ბიჭი თბილისის ცენტრში 24 ივნისს დაჭრეს. ამ საქმეზე 6 პირი კი საგამოძიებო უწყებამ 11 ივლისს ამ თემაზე მომზადებული მასალის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ დააკავა.


Latest News
Hashtags:   

პროკურატურა

 | 

დეპუტატ

 | 

კობალაძის

 | 

შვილს

 | 

ჯგუფურ

 | 

ძალადობას

 | 

ედავება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources