Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

იუწყებიან, რომ ავსტრიაში მოკლეს რამზან კადიროვის კრიტიკოსი პოლიტიკური ემიგრანტი

ვენის შემოგარენში თავში გასროლით მოკლეს ჩეჩნეთიდან ჩასული პირი. როგორც კავკაზ.რეალიის რედაქციის წყაროები იუწყებიან, საუბარია მამიხან უმაროვზე, რომელსაც იცნობდნენ ვენელი ანზორის სახელით.  უმაროვი თავს უწოდებდა იჩქერიის სეპარატისტული რესპუბლიკის  შარიათის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს, აკრიტიკებდა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს და ირწმუნებოდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს კავშირი ჰქონდათ თავდასხმებთან ევროპაში მცხოვრებ, ყოფილ სეპარატისტ და ამჟამად პოლიტიკურ ემიგრანტ ჩეჩნებზე. უმაროვი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.  გამოცემა Österreich იუწყება, რომ თავდასხმა განხორციელდა ადგილობრივი დროით 19:30 საათზე, სავაჭრო ცენტრ G3-ის სიახლოვეს. თავდასხმაში ეჭვმიტანილი ვერცხლისფერი ავტომობილით გადაადგილდებოდა, ის პოლიციამ ქალაქ ლინცში დააკავა.  კავკაზ.რეალიის ევროპაში ჩეჩნების ერთ-ერთი დიასპორის წარმომადგენელმა უთხრა, რომ თავდამსხმელიც ჩეჩნეთიდან იყო. ამავე წყარომ დაადასტურა, რომ მოკლული პირი მამიხან უმაროვია.   


Latest News
Hashtags:   

იუწყებიან

 | 

ავსტრიაში

 | 

მოკლეს

 | 

რამზან

 | 

კადიროვის

 | 

კრიტიკოსი

 | 

პოლიტიკური

 | 

ემიგრანტი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources