Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ახალციხის 6 სოფლი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ, რომელიც, დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა, ახალციხის 6 სოფლის მოსახლეობა დააზარალა. სოფლების - წნისის, მუგარეთის, ფერსის, გიორგიწმინდის, სვირისა და ბოგის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სტიქიამ მოსავალი მათ მთლიანად გაუნადგურა. მიწასთან გაასწორა ყველაფერი. ხეებს ტოტებიც კი ჩამოტეხა, ნაყოფზე აღარაფერს ვამბობ. ვენახი, კაკალი, ვაშლი და ხილი საერთოდ არ შეარჩინა ხეებს. ნათესებს რაც შეეხება, აღარაფერი გვაქვს. კარტოფილი, ხორბალი, კიტრი, მწვანილი - ყველაფერი მოსპო. რა გვეშველება, რითი უნდა ვიარსებოთ, არ ვიცი“, - ამბობს წნისში მცხოვრები ნათელა პაპუაშვილი. მთიდან წამოსულმა ნიაღვარმა ყველაფერი ჩემს ეზოში ჩამოიტანა. სარდაფი წყლით გაგვევსო, სახურავიდან წყალი ჩამოვიდა. ნათესები ხომ საერთოდ აღარ გვაქვს. თხილზე დიდი იყო სეტყვა. აივანზე ვიდექი და ვერაფერს ვშველოდი“, - ამბობს ნათელა ბლიაძე. ძლიერმა სეტყვამ პრობლემები შექმნა ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც. დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ახალციხე - ბორჯომის ცენტრალური საავტომობილო გზა. კლდის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულმა, დავით პაპუაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გზა ნაშალი მიწისგან, დაახლოებით, 19:30 სთ-თვის გაწმინდეს. ზარალი დიდია, ჯერ გზა გავწმინდეთ და შემდეგ დავიწყეთ მოსახლეობის აღწერა. დღეს გვიანობამდე ვიმუშავებთ, თუმცა, ალბათ, ხვალაც მოგვიწევს ზარალის აღნუსხვა, ასე მალე ვერ მოვრჩებით“, - ამბობს დავით პაპუაშვილი. ძლიერმა სტიქიამ, რომელიც, დაახლოებით, 18:00 საათისთვის დაიწყო და, მოსახლეობის განმარტებით, ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა და თან ქარი ერთვოდა, 6 სოფლის მოსახლეობა დააზარალა. ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის, გელა ნოზაძის, განმარტებით, შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რომელიც დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას სწავლობს. ,,მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ვიმსჯელოთ, რა სახის დახმარების გაწევას შევძლებთ და როგორ. ჯერ ვსწავლობთ ვითარებას, რადგან დაზარალებული ძალიან ბევრია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გელა ნოზაძემ.


Latest News
Hashtags:   

ძლიერმა

 | 

სეტყვამ

 | 

წვიმამ

 | 

ახალციხის

 | 

სოფლი

 | 

დააზარალა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources