Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

რისთვის იყენებს პარლამენტის თავმჯდომარე ტურბო ღილაკს და იჯდა თუ არა გავრილოვი მის სავარძელში - არჩილ თალაკვაძე სტუმრად გურამ როგავას უჰალსტუხოდ შაბათის კურიერში

როგორ ემზადება არჩევნებისთვის მმართველი გუნდი?! შაბათის სტუმარი დღეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეა. საკონსტიტუციო ცვლილებები, საერთაშორისო პარტნიორების და ოპოზიციის კრიტიკა, ქართული ოცნების რვა წლიანი მმართველობის შეცდომები და მიღწევები - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელზეც არჩილ თალაკვაძემ გურამ როგავას უჰალსტუხოდ შაბათის კურიერში ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა არჩილ თალაკვაძესთან საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ მის სახეზე გამოხატული კმაყოფილებით და თალაკვაძის ჟესტზე ინტერნეტის გამოხმაურებებით დაიწყო. თალაკვაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერ იუმორს ღიმილით ეკიდება. ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ყველას დაემახსოვრებინა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მომენტი და არა ჩემი ჟესტიკულაცია. ღიმილით ვეკიდები ამ ყველაფერს, ჩემი გურული იუმორი მშველის და ამ შემთხვევაშიც ღიმილით შევხედე. კითხვაზე ყველაზე მეტად რომელი შედარება მოეწონა თალაკვაძე ამბობს: ბოროტ კინო გმირს შემადარეს და რადგან არ ვეთანხმები ამ შედარებას უფრო ეგ მომეწონა კონტრასტი გამოჩნდა ჩემსა და იმ ადამიანს შორის, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არჩილ თალაკვაძის შეფასებით უმნიშვნელოვანესი პროცესია და ეს პროცესი ძველ ოპოზიციას და მმართველ გუნდს შორის წყალგამყოფი გახდა. თალაკვაძე ამბობს, რომ ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა უფრო მეტად დარჩნენ წარსულში ამ გადაწყვეტილებით. ჩვენი გუნდი რჩება მომავალზე ორიენტირებულ გუნდად. ჩვენს კულტურაში, ჩვენ გენეტიკურ კოდშიც აწმყოს და მომავალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო ის გადაწყვეტილება რაც ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღეს. მე ვფიქრობ ისინი დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში. მათ არ დაუჭირეს მხარი იმას, რაზეც საზოგადოებას საჯაროდ უთხრეს, რომ მხარს უჭერდნენ და ეს იყო ერთგვარი წყალგამყოფი. ამ გადაწყვეტილებით მე ვფიქრობ, რომ ისინი უფრო მეტად დარჩნენ წარსულში, ვიდრე აირჩიეს მომავლის პოლიტიკა. ეს არის მოცემულობა, ეს არამხოლოდ ჩემი შეფასებაა. ჩვენმა პარტნიორებმაც ნახეთ, რომ დიპლომატიურად, მაგრამ ძალიან მკაფიოდ გამოხატეს წუხილი. პოლიტიკას აქვს თავისი კარდიოგრამა - არის დადებითი შეფასებები, არის პროგრესის აღიარება, არის კრიტიკა, კითხვები, გამოწვევები. ამ შემთხვევაში თუ რამდენიმე კონგრესმენის განცხადებას შევეხებით, ჩვენ გვაქვს მეგობრობა, ურთიერთობა ამ ადამიანებთან. სიმართლე არის ის, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას, საქართველო აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და აკეთებს რეფორმებს, რომელიც ემსახურება რეალურად დემოკრატიის განმტკიცებას. აქ ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს ამერიკის ხელისუფლების ოფიციალური შეფასებები, სახელწიფო დეპარტამენტის, კონგრესის ორპარტიული მხარდამჭერი აქტი, ევროკავშირის ოფიციალური შეფასებები, ნატოს შეფასებითი ანგარიშები. რეფორმები და წარმატებები ეს არის პროცესი. როდესაც შენ გაქვს დიდი წარმატებები და დგამ დიდ პროგრესულ გადაწყვეტილებებს და იქ, როდესაც გაკრიტიკებენ კონკრეტულ საკითხებზე, ამაზე კი არ უნდა გავბრაზდეთ, ეს უნდა მივიღოთ როგორც შესაძლებლობა. როგორც კი შეზღუდვები მოიხსნება, ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, თბილისში ან ვაშინგტონში იმ მეგობრებსაც ვესაუბროთ, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. რაც შეეხება გიორგი რურუას გათავისუფლებას, წამყვანის კითხვაზე, რატომ რჩება მისი გათავისუფლება კვლავ აქტუალურ საკითხად, თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიცია საკითხ მთავარ დაპირებად იყენებს. მთელმა საზოგადოებამ ვნახეთ, რომ ბატონი რურუა, ბატონი ნათელაშვილი, ბატონი სააკაშვილი, ბატონი ბოკერია - ეს არის უკვე ჩამოყალიბებული ლიდერშიფი, რომელიც გაუძღვება ოპოზიციის ძველ ნაწილს არჩევნებზე. მათი დაპირებაც სავარაუდოდ იქნება ბატონი რურუას გათავისუფლება მოსახლეობის მიმართ. რატომ რჩება - ზუსტად ამიტომ, რომ ოპოზიციამ, ძველმა ნაწილმა ის აირჩია თავის მთავარ დაპირებად, ასე რომ მათ შეუძლია გააგრძელონ ეს. ამ შემთხვევაში ამ კითხვას პასუხს გასცემს ეროვნული სასამართლო, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. არჩილ თალაკვაძე ევროპულ საქართველოსთან და ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციას არ . ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ განახლებული გუნდით შევძლებთ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა. რაც შეეხება კოალიციას, არსებითად პროპორციული სისტემა რასაკვირველია თავისთავად გულისხმობს იმის ალბათობას რომ პარტიებს მოუწევთ კოალიციის ჩამოყალიბება, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. კითხვაზე რა იყო მმართველი გუნდის ყველაზე დიდი შეცდომა?! - თალაკვაძე პასუხობს, რომ ქართულ ოცნებას არცერთი სტრატეგიული შეცდომა არ დაუშვია. 20 საუბრისას კი აცხადებს, რომ საკითხი ოპოზიციამ პროვოკაციისთვის გამოიყენა. 20 ივნისი იყო დღე რომელიც დაიწყო მშვიდობიანი პროტესტით და დასრულდა ძალადობრივი შეტევით პარლამენტზე. თუ ვინმემ გადაამეტა უფლებამოსილება, იქ დაწყებული იყო რეაგირება. ძალიან სამწუხაროა, რომ დაშავდნენ მოქალაქეები, ჟურნალისტები, - განაცხადა თალაკვაძემ. თალაკვაძე ამბობს, რომ მის სავარძელში რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი არ ჩამჯდარა. ამ სავარძელში არ ჩამჯდარა რუსეთის დუმის დეპუტატი. ამ სავარძელში იჯდა ბერძენი კოლეგა, რომელიც წინასწარ იყო შეთანხმებული, რომ სხდომას წაიყვანდა. რაც გააკეთა რუსეთის დუმის დეპუტატმა ეს იყო თვითნებურად პროვოკაციულად. აქ მეორე სკამის მოტანა და ადგილის დაკავება, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული იქნება, რუსეთის დუმის დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ იქნება, - აღნიშნა მან. სასესიო დარბაზში სპეციალური წითელი ღილაკია დამონტაჟებული, წამყვანი მისი ფუნქციით დაინტერესდა. ეს არის აზოტის ოქსიდი, როდესაც ჩვენ გვჭირდება მეტი სიჩქარე, ტურბო, ვაჭერთ ამ ღილაკს. ვიყენებთ, როდესაც გვჭირდება დაჩქარებული განხილვები. საკონსტიტუციო ცვლილებები განხილვების დროს ვიყენებდით ტურბო ღილაკს , - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ქართული ოცნების სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ გუნდი საარჩევნო სიას ერთობლივად ჩამოაყალიბებს. პირველი ნომერი სიაში არის გუნდის გადაწყვეტილება. ეს არის არ არის უფრო მეტად პასუხისმგებლობა, ვიდრე პრივილეგია ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გუნდში ძალიან ძნელად მოიპოვება ლიდერებს შორის ადამიანი, ვისთვის სიის სათავეში ყოფნა კატეგორიული სტერეოტიპია. ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, - აღნიშნა თალაკვაძემ. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის განცხადებას, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის წინააღმდეგ სიძულვილის ენას იყენებს და უჩივლებს. თალაკვაძე პასუხობს, რომ ეს მათი მხრიდან პოლიტიკური ხუმრობაა. მას აქვს საკმაოდ გამორჩეული იუმორი და ბევრჯერ ვხალისდებით, როდესაც ტრიბუნასთან ეს იყო პოლიტიკური ხუმრობა, როდესაც თქვა,რომ პასუხს მოგვთხოვს ჩვენს განცხადებებზე, როდესაც თვითონ მხარი არ დაუჭირა მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს შესაძლოა იყოს ყურადღების გადატანის მცდელობა, - განაცხადა თალაკვაძემ.


Latest News
Hashtags:   

რისთვის

 | 

იყენებს

 | 

პარლამენტის

 | 

თავმჯდომარე

 | 

ტურბო

 | 

ღილაკს

 | 

გავრილოვი

 | 

სავარძელში

 | 

არჩილ

 | 

თალაკვაძე

 | 

სტუმრად

 | 

გურამ

 | 

როგავას

 | 

უჰალსტუხოდ

 | 

შაბათის

 | 

კურიერში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources