Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას, რომ აშშ-სთან დიდ შვიდეულზე აწარმოებს მოლაპარაკებას

რუსეთი აშშ-სთან არ აწარმოებს მოლაპარაკებას თავის პოტენციურ როლზე გაფართოებული დიდი შვიდეულის (G7) სამიტზე მიმდინარე წელს - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა 4 ივლისს.  როგორც რიაბკოვმა სააგენტო TASS-ს უთხრა, რუსეთს ამგვარი მოლაპარაკება არ გაუმართავს და არც მართავს .  მისი ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის რუსეთში აშშ-ის ელჩის, ჯონ სალივანის სიტყვებთან, რომელმაც 3 ივლისს RBC TV-ს უთხრა, ვაშინგტონი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და დიდი შვიდეულის სხვა მთავრობებთან ლაპარაკობს იმის შესახებ, აქვს თუ არა რუსეთს შესაფერისი როლი დიდ შვიდეულშიო.  დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნების პერსპექტივა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წამოჭრა მაისში, როცა გამოაცხადა, რომ შეხვედრა სექტემბრამდე გადაიდო. რუსეთი უწინ ამ ჯგუფში შედიოდა, თუმცა ის გამორიცხეს 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირების გამო.  რიაბკოვმა ასევე განაცხადა, რომ გაფართოებულმა დიდმა შვიდეულმა ჩინეთიც უნდა მოიცვას და დასძინა, მის გარეშე შეუძლებელი იქნება თანამედროვე მსოფლიოს გარკვეული საკითხებზე მსჯელობაო. 


Latest News
Hashtags:   

რუსეთი

 | 

უარყოფს

 | 

ინფორმაციას

 | 

შვიდეულზე

 | 

აწარმოებს

 | 

მოლაპარაკებას

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources