Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

27 მილიონი გამოიყო სიღნაღის სოფლების წყალმომარაგებისთვის და რვავე სოფელი მიიღებს წყალს - სიღნაღის მერის პირველი მოადგილე

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგში სასმელი წყლით უზრუნველყოფას მოითხოვენ. მათ საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეები ხელისუფლების წარმომაგდგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, წყლის გარეშე დარჩენილ 150-მდე ოჯახს ყოველდარიურად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს. ადგილზე მივიდა სიღნაღის მერის პირველი მოადგილე მადონა ბატიაშვილი. მერის მოადგილის თქმით, 27 მილიონი გამოიყო სიღნაღის სოფლების წყალმომარაგებისთვის და რვავე სოფელი მიიღებს წყალს. სოფელს სჭირდება ტექნიკა, რომ მოგვარდეს პრობლემა. ორშაბათს ეს ტექნიკა იქნება მობილიზებული და ის პრობლემა, რაც ამ ჭაბურღილზე არსებობდა აღარ იქნება. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ზოგადად, არამხოლოდ ანაგაში, ზოგადად ყველა სოფელშია პრობლემა და სწორედ ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 27 მილიონი სწორედ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგებისთვის არის გამოყოფილი, რომლის განხორიცელება ამ წელსვე დაიწყება და შესაბამისად რვავე სოფელი მიიღებს წყალს, - განაცხადა მადონა ბატიაშვილმა.


Latest News
Hashtags:   

მილიონი

 | 

გამოიყო

 | 

სიღნაღის

 | 

სოფლების

 | 

წყალმომარაგებისთვის

 | 

რვავე

 | 

სოფელი

 | 

მიიღებს

 | 

წყალს

 | 

სიღნაღის

 | 

მერის

 | 

პირველი

 | 

მოადგილე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources