Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

უწყლობით შეწუხებულმა ანაგელებმა აქცია გამართეს

4 ივლისს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, მოსახლეობამ საპროტესტო აქციით სცადა ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, 200-მდე ოჯახს ყოველდღიურად რამდენიმე  კილომეტრის გავლა უწევს იმისათვის, რომ სახლში წყალი მიიტანოს. ისინი ამბობენ, რომ  წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის ამ დრომდე შეჩერებულია. სიღნაღის მერის მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პრობლემა წყლის სათავე ნაგებობის ტექნიკურმა დაზიანებამ გამოიწვია. ის  ანაგელებს დაჰპირდა, რომ სასმელ წყალს უახლოეს საათებში მიიღებენ. მადონა ბატიაშვილის ინფორმაციითვე, ზოგადად, სასმელი წყლის პრობლემა სიღნაღის ბევრ სოფელს აწუხებს, რაც წყლის რესურსის ნაკლებობითა და წყალგაყვანილობის სისტემების მოძველებით არის განპირობებული. მერის მოადგილე ამბობს, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ 27 მილიონი ლარი გამოყო, რომელითაც სიღნაღის 8 სოფელში,  მათ შორის - ანაგაში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში  წყალმომარაგების ქსელების სრული რეაბილიტაცია მოხდება. დღევანდელი აქცია არ არის პირველი შემთხვევა, როცა სასმელი წყლის მოთხოვნით ხალხი ქუჩაში გამოდის. წყლის პრობლემა რეგიონის ბევრ სოფელშია, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოწყობილი წყლის მაგისტრალებით სარგებლობენ და ისინი მწყობრიდან არის გამოსული. წყლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება ზაფხულობით. გვალვის დროს წყლის რესურსი მცირდება და დასახლებები უწყლოდ რჩებიან თითქმის 2 თვის განმავლობაში.      


Latest News
Hashtags:   

უწყლობით

 | 

შეწუხებულმა

 | 

ანაგელებმა

 | 

აქცია

 | 

გამართეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources