Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

ჩემთვის დიდი პატივი, განვაგრძო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და აღვნიშნო აშშ-ის დაბადების დღე ქართველ მეგობრებთან ერთად - კელი დეგნანი

დღეს 4 ივლისია - ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე. პანდემიის გამო, შტატები წელს განსხვავებულად ზეიმობს. როგორც წესი, ამ დღეს იმართება მასშტაბური აღლუმები, საოჯახო პიკნიკები, თუმცა ტრადიციული ღონისძიებების უმეტესობა გაუქმებულია, ან ონლაინ რეჟიმში ტარდება. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რაშმორის მთასთან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მივიდა. ადგილზე ათასობით ამერიკელი იმყოფებოდა. კორონავირუსის გამო ხალხმრავალ ადგილებში სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება აუცილებელი მოთხოვნა იყო. ღონისძიების დასასრულს ტრამპის სიტყვით გამოსვლას ფოერვერკები მოჰყვა. ამერიკელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა თბილისიდან კელი დეგნანმა. საქართველოში აშშ-ის ელჩმა ამერიკელებს ბედნიერება უსურვა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ქართველებს, ისევე, როგორც ამერიკელებს, აქვთ ნება მძიმე სამუშაო შეასრულონ, რომელიც საჭიროა თქვენი ქვეყნის შესაცვლელად, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორზეც თქვენ ოცნებობთ თავისუფალი, უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული. ქართველსა და ამერიკელს მტკიცე კავშირები აქვთ. ეს არა მხოლოდ ბრძოლაა ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებებისთვის, არამედ განგრძობადია ძალისხმევა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და უფრო წარმომადგენლობითი გახდეს. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი, განვაგრძო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და აღვნიშნო აშშ-ის დაბადების დღე ქართველ მეგობრებთან ერთად, - განაცხადა კელი დეგნანმა.


Latest News
Hashtags:   

ჩემთვის

 | 

პატივი

 | 

განვაგრძო

 | 

მჭიდრო

 | 

თანამშრომლობა

 | 

საქართველოსთან

 | 

აღვნიშნო

 | 

დაბადების

 | 

ქართველ

 | 

მეგობრებთან

 | 

ერთად

 | 

დეგნანი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources