Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

თამარ ჩერგოლეიშვილი ქალების პარტიას აფუძნებს და 2024 წლისთვის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ტაბულას მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ახალ პარტიას ქმნის. როგორც თავად ამბობს, პარტიას იმ მიზნით აყალიბებს, რომ კვოტები გააუქმოს. ამოცანა ქალების ემანსიპაცია იქნება კონტ-პროდუქტიული პოზიტიური დისკრიმინაციის გარეშე. მე ვთვლი, რომ საქართველოში ქალები დგანან უმძიმესი პრობლემების წინაშე, რომელიც პირველ რიგში გამოწვეული იმ მავნე და დრომოჭმული სტერეოტიპებით, რაც ხშირ შემთხვევაში ქალებს აიძულებს, რომ ქორწინების მიღმა გაჩენილი შვილები სანაგვეში გადაყარონ. მე ვთვლი რომ ამ სტერეოტიპს აძლიერებს ის რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, როდესაც კაცები დაავალდებულა, რომ ყოველ მეოთხედ ქალი ჩაისვან. ვაფუძნებ ქალების პარტიას და 2024 წლისთვის შევეცდები, რომ 10 ქალი, ყოველგვარი კაცების და მეოთხე კაცის გარეშე გავიყვანო. კონსტიტუციის სულისკვეთება ის არის რომ უთანასწორობის აღმოფხვრას უნდა შეუწყოს ხელი და ვთვლი რომ არ უნდა შემეშალოს ხელი, პირველი ათეული ქალებით გავიდე პარლამენტში და არ უნდა მავალდებულებდეს კანონი, რომ მეოთხე კაცი ჩავისვა, - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.


Latest News
Hashtags:   

თამარ

 | 

ჩერგოლეიშვილი

 | 

ქალების

 | 

პარტიას

 | 

აფუძნებს

 | 

წლისთვის

 | 

არჩევნებში

 | 

მონაწილეობას

 | 

გეგმავს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources