Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

შალვა ნათელაშვილი აია-სოფიას მეჩეთად შესაძლო გადაკეთებას აპროტესტებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი თურქეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აია სოფიას მეჩეთად შესაძლო გადაკეთებას გულისხმობს. ნათელაშვილი თურქეთს მოუწოდებს არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თავად თურქეთის პოლიტიკას და საქართველოსთან ურთიერთობაშიც შეიტანს გარკვეულ ბზარს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი აგრეთვე მადლობას უხდის მაიკ პომპეოს წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებასთან დაკავშირებით გამოხატული პროტესტის გამო. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პროტესტი განაცხადა აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებასთან დაკავშირებით. ჩვენ მადლობას ვუხდით ბატონ სახელმწიფო მდივანს და მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას არ მიიღოს გადაწყვეტილება რომელიც გაართულებს თვითონ თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას და მათ შორის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარს, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


Latest News
Hashtags:   

შალვა

 | 

ნათელაშვილი

 | 

სოფიას

 | 

მეჩეთად

 | 

შესაძლო

 | 

გადაკეთებას

 | 

აპროტესტებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources