Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

ერთობლივი ძალებით თუ დამოუკიდებლად - რა ტაქტიკით გეგმავს ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შესვლას

ვინ რა ტაქტიკით ეცდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკანონმდებლო ორგანოში შესვლას - სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ალეკო ელისაშვილი არ აპირებს არცერთ პარტიაში გაწევრიანებას, თუმცა ადასტურებს, რომ ლელოსთან მოლაპარაკებები გამართა. რესპუბლიკური პარტიის წევრები, წარსულის გამოცდილების მსგავსად არც წელს გამორიცხავენ ბლოკში გაწევრიანებას, თუმცა ბარიერის გათვალისწინებით დამოუკიდებლად გასვლის პერსპექტივებსაც განიხილავენ. ვისთან გამოვა ბლოკი, ვისთან არ გამოვა არ ვიცი სიმართლე გითხრათ. სექტემბრამდე მსგავს რაღაცეებზე საერთოდ არ ვიფიქრებთ. იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავძლიერდეთ სტრუქტურულად. ხალხს ვუთხრათ რატომ ვართ პოლიტიკაში, რატომ ვჯობივართ სხვას, რა გვამოძრავებს - ეს არის ჩვენი ამოცანა. ჯერჯერობით არავისთან ბლოკზე არ ვფიქრობთ, ვიღაცის პარტიაში გაერთიანება ხომ საერთოდ გამორიცხულია, თუმცა აზრთა გაცვლა-გამოცვლა ლელოსთან გვქონდა, მაგრამ არ ვიცი რითი დასრულდება, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ზოგი დაბლოკდება, ზოგი ცალკე გავა. ჯამურად ოპოზიციას ოპოზიციას აქვს ხელისუფლების დამარცხების მაღალი შანსი. რამდენიმე მანდატის მიღების პრობლემა არ გვექნება, მაგრამ ამასთანავე ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვიხილავთ იმ შესაძლებლობასაც, რომ 92-შიც, 2003-შიც, 2012-შიც რესპუბლიკელებს მიაქვთ სინერგია მთავარ ალტერნატიულ პოლიტიკურ გაერთიანებაში. ჩვენ გაცილებით მეტი შეგვაქვს ამ სინერგიით დიდ ბლოკში, ვიდრე გამოგვაქვს, - აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა
დავით ბერძენიშვილმა. ჯერ კიდევ უცნობია, კოალიცია ძალა ერთობაშია ისევ ერთობლივი ძალებით იბრძოლებს, თუ დამოუკიდებლად. კოალიციაში სამშაბათს გაიმართება მსჯელობა ბლოკებთან დაკავშირებით. ამ წუთის მდგომარეობით ძალა ერთობაშია , როგორც კოალიცია კვლავ არსებობს, მაგრამ რადგან შეიცვალა საარჩევნო სისტემა, საარჩევნო სტრატეგიაზე ჩამოვყალიბდებით. შეიძლება პროპორციული სიები წარვადგინოთ, ამას უკვე საერთო გადაწყვეტილებით მივიღებთ, - განაცხადა ახალი საქართველოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. თუ რამე ბლოკზე იქნება საუბარი, ეს უნდა იყოს მხოლოდ დასავლური ვექტორის ბლოკი. არ შეიძლება ფსევდო ოპოზიციიდან ბლოკი გაიკეთო და შენ რაიმე გამარჯვებას მიაღწიო. ძალა ერთობაშიასთან თანახმა ვარ ყველანაირ პირობებზე, ოღონდ პირობა ესაა ის უნდა დასავლური ვექტორი, - განაცხადა პარტია კანონი და სამართალის თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა.


Latest News
Hashtags:   

ერთობლივი

 | 

ძალებით

 | 

დამოუკიდებლად

 | 

ტაქტიკით

 | 

გეგმავს

 | 

ოპოზიცია

 | 

საკანონმდებლო

 | 

ორგანოში

 | 

შესვლას

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources