Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

COVID 19-ის სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია

საქართველოში COVID 19-ის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამივე ეს შემთხვევა საქართველოში შემოტანილია სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ. “სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი (პაციენტი) ჩვენთან მოთავსდა. ამ დროისთვის ჩვენთან არის 24 დადასტურებული შემთხვევა. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ალბათ დღეს დატოვებს ჩვენს ცენტრს. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია და საშუალო სიმძიმისაა. ახალი პაციენტის მდგომარეობაც არ არის მძიმე“ - განაცხადა ეზუგბაიამ 4 ივლისს გამართულ ბრიფინგზე. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 946 შემთხვევა აღირიცხა; გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 825-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილების საერთო რაოდენობა 15-ია. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3310 ადამიანი, კლინიკებში კი - 203. COVID 19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.


Latest News
Hashtags:   

COVID

 | 

სამივე

 | 

ახალი

 | 

შემთხვევა

 | 

შემოტანილია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources