Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ირანმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე „ინციდენტის“ მიზეზს მიაკვლია, მაგრამ არ სურს გამხელა

ირანის  უშიშროების სფეროში უზენაესმა უწყებამ განაცხადა, რომ  მიზეზი „ინციდენტისა,“  ომელიც მოხდა ქვეყნის ერთ-ერთ ბირთვულ ობიექტზე, გარკვეულია, მაგრამ არ ისურვა დეტალების გამოცხადება უშიშროების მოსაზრებით.  „შესაბამისი უწყების გამომძიებლებმა  დაადგინეს ინციდენტის მიზეზი“, რომელიც მოხდა ირანის ცენტრალურ არეალში მდებარე ნათანზის ბირთვული  გამამდიდრებელი  საწარმოში, განაცხადა ირანის უზენაესი ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლმა 3 ივლისს. ქეივან ხოსრავის თქმით, ინციდენტის დეტალები და მიზეზები გამოცხადდება საჭირო  დროს. ირანის ბირთვული ორგანიზაციის წარმომადგენლმა, ბეჰრუზ ქამალვანდიმ ინციდენტის გარშემო წინა დღით თქვა, ის მოხდა 2 ივლისს ნათანზის გამამდიდრებელ საწარმოში, სადაც მშენებარე „სამრეწველო საწყობი“ დაზიანდა, მაგრამ ამას გავლენა ცენტრიფუგების სეგმენტზე არ ჰქონია. ნათანზის საწარმოში მშენებლობის შესახებ მანამდე გამოცხადებული არაფერი ყოფილა. ეს ობიექტი ისლამურ რესპუბლიკაში ურანის მთავარი გამამდიდრებელი საწარმოა, რომელიც თეირანიდან 250 კილომეტრში მდებარეობს. მას აქვს მიწისქვეშა ნაწილი, რომელსაც 7,6 მეტრის სისქის ბეტონი კედელი იცავს საჰაერო თავდასხმებისგან. ნათანზს, ირანის სხვა ბირთვულ ობიექტებთან ერთად 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების საფუძველზე მეთვალყურეობას უწევს გაეროს ბირთვული სააგენტო.


Latest News
Hashtags:   

ირანმა

 | 

ნათანზის

 | 

ბირთვულ

 | 

ობიექტზე

 | 

„ინციდენტის“

 | 

მიზეზს

 | 

მიაკვლია

 | 

მაგრამ

 | 

გამხელა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources