Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

გიგი უგულავა ადასტურებს რომ მისი მერობის დროს მომღერლების მიმართ სელექციურობას ჰქონდა ადგილი

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ღამის კურიერში განაცხადა რომ მისი მერობის პერიოდში შოუ ბიზნესის წარმომადგენლბთან დაკავშირებით, სელექციურობას ჰქონდა ადგილი. გიგი უგულავამ კითხვას ნაციონალური მოძრაობის წევრობის დროს, იყო თუ არა მისთვის ნატო მეტონიძე პოლიტიკურად მიუღებელი, უპასუხა, რომ ნატო მეტონიძე მერიის ღონისძიებებში მუდმივად იღებდა მონაწილეობას. უგულავას განცხადებით, შემდგომ უკვე თავად ნატო მეტონიძე ამბობდა უარს ღონისძიებებში მონაწილეობაზე საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ვინაიდან მას მაშინდელი ხელისუფლება არ მოსწონდა. გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ მომღერლების მიმართ სელექციურობა ნამდვილად არსებობდა. ნატო მეტონიძეს რაც შეეხება, ჩვენი მერიის ღონისძიებებში მუდმივად იღებდა მონაწილეობას ჯერ დავიწყოთ იქიდან. მე მერიაზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ მერი ვიყავი. მერე იყო უკვე რაღაც მომენტი, როდესაც ის თავად ამბობდა უარს, მათ შორის პოლიტიკური მოსაზრებების გამო იმიტომ, რომ არ მოსწონდა ის ხელისუფლება, რომელსაც იმ მომენტში მეც წარმოვადგენდი და სხვებიც. მე ძალიან დიდი პატივისცემით ვარ როგორც მომღერლის მიმართ, ასე რომ მის მიმართ პრობლემა არ მქონია, თუმცა ვადასტურებ, რომ პრობლემა ამ კუთხით არსებობდა, სელექციურობა, მომღერლებზე ვლაპარაკობ. ვადასტურებ იმასაც, სამწუხაროდ, რომ ეს დღესაც გრძელდება. ვერ გეტყვით ვინ ღებულობდა ამ გადაწყვეტილებას. მე ნამდვილად არ ვმონაწილეობდი მაგ საქმეში იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ეს იმ საქმედ, რომლითაც მერი უნდა დაკავდეს. ცენზურა მემგონი არასწორი სიტყვაა ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ სიმღერის ცენზურა შინაარსის გამო არ არის, ამიტომ სელექცია უფრო სწორი სიტყვაა, - განაცხადა გიგი უგულავამ.


Latest News
Hashtags:   

უგულავა

 | 

ადასტურებს

 | 

მერობის

 | 

მომღერლების

 | 

მიმართ

 | 

სელექციურობას

 | 

ჰქონდა

 | 

ადგილი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources