Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

ევროპული საქართველო არ არის პოპულისტური პარტია, მაშინ, როდესაც მეთოდზე - პოპულიზმზე ჩვენი კოლეგები უარს არ ამბობენ-გიგი უგულავა

რა სხვაობაა ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის? - ჟურნალისტის კითხვაზე ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ღამის კურიერის ეთერში განაცხადა, რომ ევროპული საქართველო არა არის პოპულისტური პარტია. გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით ევროპული საქართველო გაცილებით ღიად საუბრობს წარსულის შეცდომებზე. ეს არის მთავარი საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური წარსული ერთი გვაქ განსხვავებები ბევრია. ევროპული საქართველო არ არის პოპულისტური პარტია, მაშინ, როდესაც მეთოდზე - პოპულიზმზე ჩვენი კოლეგები უარს არ ამბობენ. მეორეს მხრივ, ჩვენ ორივე ვართ იპპ-ის წევრები და ვართ პარტნიორები. ჩვენ ვუჭერთ მხარს დაბალ გადასახადებს, მცირე მთავრობას, ჩვენ ვუჭერთ მხარს, იმას, რომ სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უცხოელი მოსამართლეები შემოვიყვანოთ, რათა პრაქტიკა დადგინდეს და გაჩნდეს აღქმადობა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. ჩვენ უფრო ღიად ვსაუბრობთ ჩვენს შეცდომებზე, მე ვერ ვიტყვი, რომ ნაციონალური მოძრაობა ამაზე არ საუბრობს, თუმცა მე უფრო მიმაჩნია, რომ წარსულზე რეფლექსია აუცილებელია და ამის გარეშე მომავალიც არ გექნება. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ შეცდომებზე, - განაცხადა გიგი უგულავამ.


Latest News
Hashtags:   

ევროპული

 | 

საქართველო

 | 

პოპულისტური

 | 

პარტია

 | 

მაშინ

 | 

როდესაც

 | 

მეთოდზე

 | 

პოპულიზმზე

 | 

ჩვენი

 | 

კოლეგები

 | 

ამბობენ

 | 

უგულავა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources