Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

პოლიციამ დააკავა 2000 წელს დაბადებული მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა დმანისის მუნიციპალიტეტში, ნაცნობს - 2000 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს, შელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შსს-ს განცხადების მიხედვით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობის) მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Latest News
Hashtags:   

პოლიციამ

 | 

დააკავა

 | 

დაბადებული

 | 

მამაკაცის

 | 

მკვლელობაში

 | 

ბრალდებული

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources