Friday 7 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

აშშ-ის დაზვერვის სამსახურებმა ბრიფინგი გამართეს თალიბანისთვის რუსეთის მიერ ფულადი ჯილდოს შეთავაზების გარშემო

აშშ-ის კანონმდებლების ორპარტიულ ჯგუფს 2 ივლისს დაზვერვის სამსახურების მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა დახურულ ბრიფინგზე ინფორმაცია მიაწოდეს პრესით გავრცელებული ცნობების გარშემო, რომ რუსეთი თალიბანს ფულად ჯილდოს  უხდიდა ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის საფასურად. დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენელმა კანონმდებლებმა მეტი ინფორმაცია მოითხოვეს გადახდის სქემის თაობაზე და იმაზე, იქნა თუ არა თანხა გადახდილი ამერიკელი ჯარისკაცის მოკვლისთვის.   ბევრმა მოითხოვა რუსეთისთვის სანქციების დაწესება, თუ ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება. მათ შორის, ვინც კონგრესმენებს ინფორმაციას აწვდიდა, იყვნენ CIA-ის დირექტორი, ჯინა ჰასპელი და სახელმწიფო დაზვერვის დირექტორი, ჯონ რატკლიფი.  წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, ნენსი პელოსიმ, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, რომელიც დახურულ შეხვედრაში მონაწილეობდა, რეპორტიორებს უთხრა, რომ რუსეთის მიმართ აშშ-ის სანქციები უნდა გაძლიერდეს, რათა ის შეეხოს ამ ქვეყნის დაზვერვის და თავდაცვის სტრუქტურებს. სენატის დემოკრატმა ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ „ბრიფინგისგან დამოუკიდებლად, არა მგონია, რომ პრეზიდენტი საკმარისად მკაცრია ვლადიმირ პუტინის მიმართ“. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 ივლისს გაიმეორა, რომ მისთვის არაფერი უთქვამთ რუსეთის მიერ თალიბებისთვის ამერიკელი სამხედროების მოკვლის სანაცვლოდ ფულადი ჯილდოს შეთავაზების შესახებ, რადგან დაზვერვის სამსახურები ეჭვობდნენ, რომ ცნობა სიმართლეს შესაბამებოდა.


Latest News
Hashtags:   

დაზვერვის

 | 

სამსახურებმა

 | 

ბრიფინგი

 | 

გამართეს

 | 

თალიბანისთვის

 | 

რუსეთის

 | 

ფულადი

 | 

ჯილდოს

 | 

შეთავაზების

 | 

გარშემო

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources