Friday 7 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

როდესაც მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან მაღალი დონისები, იქ შეიძლება 30 კი არა 90% ქალი იყოს - რევაზ არველაძე გენდერულ კვოტირებას ეწინააღმდეგება

ფრაქცია ქართული ოცნების წევრი რევაზ არველაძე გენდერულ კვოტირებას მხარს არ უჭერს. მისი განცხადებით, ქართული ოცნების ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს, სწორი არ არის. კვოტირებული არ უნდა იყოს. როდესაც, მაგალითად, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან მაღალი დონისები, იქ შეიძლება 30 კი არა 90% ქალი იყოს, მაგრამ თუ ვერ მოიძებნა, რომელიმე პარტიაში ქალი, სულაც არ არის სავალდებულო, ვალდებულები იყვნენ, რომ რაღაც რაოდენობის... ამდენად, ჩემი აზრით, ეს უფრო თავისუფალი უნდა იყოს, -აცხადებს რევაზ არველაძე შეგახსენებთ, რომ დაჩქარებულად განიხილება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მე-10 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ქალი პარლამენტარების რაოდენობა 21-დან 30-მდე გაიზრდება. ინიციატივა ეკუთვნის ქართულ ოცნებას . ფორმულა ითვალისწინებს პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.


Latest News
Hashtags:   

როდესაც

 | 

მდედრობითი

 | 

სქესის

 | 

წარმომადგენლები

 | 

არიან

 | 

მაღალი

 | 

დონისები

 | 

შეიძლება

 | 

რევაზ

 | 

არველაძე

 | 

გენდერულ

 | 

კვოტირებას

 | 

ეწინააღმდეგება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources