Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

აცხადებენ, რომ არიან პროდასავლურები, თუმცა მათ ჩააბარეს რუსეთს ტერიტორიის 20% და სტრატეგიული ობიექტები - ირაკლი კობახიძე

ოპოზიციის ნაწილის განცხადებების საპასუხოდ, რომელთაც ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გატარებასა და მათი დეზინფორმაციის გაძლიერებაში დაადანაშაულეს, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სწორედ მისი ოპონენტები წარმოადგენენ საფრთხეს ამ კუთხით. მისივე თქმით, სწორედ მათ ჩააბარეს რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% და ეკონომიკური, სტრატეგიული ობიექტები. არიან კონკრეტული პარტიები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ მათ აქვთ რუსეთთან დაახლოების ინტერესი და ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ნატოში ინტეგრაციის იდეას და, ასევე, არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან პროდასავლურები, თუმცა მათ ჩააბარეს რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20% და ჩვენი ეკონომიკური, სტრატეგიული ობიექტები. აქედან გამომდინარე, ასეთი პოლიტიკური ძალების შემთხვევაში არსებობს თანამშრომლობის რისკი, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


Latest News
Hashtags:   

აცხადებენ

 | 

არიან

 | 

პროდასავლურები

 | 

თუმცა

 | 

ჩააბარეს

 | 

რუსეთს

 | 

ტერიტორიის

 | 

სტრატეგიული

 | 

ობიექტები

 | 

ირაკლი

 | 

კობახიძე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources