Wednesday 5 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობა საარჩევნო კოდექსში დამატებითი ცვლილებების შეტანას ითხოვს

საარჩევნო კოდექსში დამატებითი ცვლილებების შეტანას ითხოვს ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა . ნინო ბურჯანაძის პარტიაში ამბობენ, რომ სრულად უნდა შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიის დაკომპლექტების წესი. კონკრეტულად კი, საარჩევნო უბნებზე ოპოზიციას ბიულეტენების გადათვლის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ჩვენ მოვითხოვეთ, ოპოზიციამ, არასამთავრობო და საერთშორისო ორგანიზაციებმა, რომ ეს წესი შეცვლილიყო და ყველა პარტიას, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში საშუალება ჰქონოდა, მინიმუმ სამი საარჩევნო უბნის გადათვლა მოეთხოვა. ფაქტია, რომ ქართული ოცნება ემზადება გაყალბებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ არ უნდა უნდოდეს ამ მექანიზმის ჩართვა საარჩევნო კოდექსში, - აცხადებს ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე.


Latest News
Hashtags:   

ერთიანი

 | 

საქართველო

 | 

დემოკრატიული

 | 

მოძრაობა

 | 

საარჩევნო

 | 

კოდექსში

 | 

დამატებითი

 | 

ცვლილებების

 | 

შეტანას

 | 

ითხოვს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources