Friday 7 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის წილების გარშემო 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი

მაკა ასათიანის განცხადებით საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის წილების გარშემო მიმდინარე 12-წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა, ამასთან დაკავშირებით მაკა ასათიანმა განცხადება გაავრცელა: საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის წილების გარშემო მიმდინარე 12-წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა აღმოჩნდა მაგალითი ადამიანის უფლებების გამარჯვებისა უსამართლობაზე, ღირსების ზეობის ამორალურობაზე. ჩემთვის ამ ხანგრძლივი ბრძოლის ამოსავალი გახლდათ, არა ბიზნეს და ფინანსური ინტერესები, არამედ მამაჩემის - კახი ასათიანის სახელისა და მისი ღირსების დაცვა. წლების განმავლობაში ჩემი ოჯახი კანონის ძალით ებრძოდა უკანონობას, რომელიც თავს მოგვახვია წინა ხელისუფლებამ. სცენარი ბანალური იყო ჩვენი ოჯახი დაისაჯა ნაციონალური მოძრაობის დაუმორჩილებლობისთვის. ჩემი დასაბუთებული ვარაუდით, რაც შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა, ოსტატურად შეიკერა საქმე, რომელშიც მონაწილეობდნენ წინა ხელისუფლების მარიონეტები, ხელოვნურად შექმნილი მოდავე მხარე და მათივე საინფორმაციო საშუალებები. ამ პროცესში უგულველყოფილი იყო არა მარტო ადამიანებისა და ბიზნესინტერესები, არამედ ქვეყნის რეპუტაცია საერთაშორისო დონეზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაიმლერ ბენცის (AG) სათავო ოფისი აღშფოთებით ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს. ამ დიდ, უსამართლო მანქანას ჩემი ოჯახი წლები ებრძოდა უცვლელი პრინციპით, ღირებულებებითა და რწმენით, რომ სამართალი და სამართლიანობა აუცილებლად დაამარცხებს ძალადობასა და ტერორს. ასეც მოხდა. 12 წლის თავზე, ჩვენ გავიმარჯვეთ. გავიმარჯვეთ ადამიანის უფლებების, ბიზნესის თავისუფლებისა და ლიბერალური ღირებულებებისთვის ბრძოლაში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის არის კანონის უზენაესობის, სამართლიანობის აღდგენისა და პროფესიონალიზმის დასტური, - აცხადებს მაკა ასათიანი.


Latest News
Hashtags:   

მერსედეს

 | 

ბენცის

 | 

წარმომადგენლობის

 | 

წილების

 | 

გარშემო

 | 

წლიანი

 | 

პროცესი

 | 

უზენაეს

 | 

სასამართლოში

 | 

ოჯახის

 | 

გამარჯვებით

 | 

დასრულდა

 | 

ასათიანი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources