Friday 7 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

მარკვეინ მალინი აღარ არის ერთადერთი კონგრესმენი, რომელიც წუხილებს გამოთქვამს - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი დღის კურიერში სტუმრობისას მმართველი გუნდის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც, ამერიკის რესპუბლიკელი კონგრესმენის მაკვეინ მალინი კომპანია ფრონტერას ლობისტია და მათი ინფორმაციით ლობიერაბაში ანაზღაურებას იღებს. თამარ ჩუგოშვილის თქმით, მარკვეინ მალინი აღარაა ერთადერთი ადამაინი, რომელიც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს. ჩუგოშვილის თქმით, მალინის რეზოლუციას სხვადასხვა კონგრესმენების ხელოწერებიც ემატება. ჩუგოშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მეგობრები არიან და მათ სურთ, რომ ხელისუფლებამ დემოკრატიის განვითარებისთვის პოზიტიური ქმედებები შეასრულოს. მარკვეინ მალინი ყოველთვის განსაკუთრებული კრიტიკით იყო გამოირჩეოდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ზოგადი პრობლემა ჩვენ გვაქვს შემდეგი, ეს ადამიანი იყო ერთადერთი პირი და მის ინიციატივებს თვეების წინ არავინ უერთდებოდა და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პირები მისი მიდევრები არ იყვნენ კრიტიკულ შეფასებებში, ბოლო წლეებში, სამწუხაროდ, სწორედ ეს შეგვეცვალა. ეს არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ პრობლემებზე საუბრობს და მას დაემატნენ სხვებიც. ეს, როგორც პრობლემა უნდა აღვიქვათ, გავიაზროთ და უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ეს ნაბიჯები გარკვეულწილად გადაიდგა, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდანაც, მაგალითად, ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც გავატარეთ 8 მარტის შეთანხმების შეთამხმებაა. ამაზე ინფორმაცია არსებობდა ადრეც, ფრონტერა ის კომპანიაა, რომელიც საქართველოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა და შემდგომ, უკვე გარკვეული წინაღობები შეექმნა და ამაზე საარბიტრაჟო დავაც იყო. ასე მარტივად არ უნდა შევხედოთ ამ ამბავს და არ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცა ლობისტმა რაღაც დააწრინა ერთ კონგრესმენს და ამიას გამო ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. ეს ადამიანი აღარ არის ერთადერთი კონგრესმენი, რომელიც ამ წუხილებს გამოთქვამს, მას დაემატა ბევრი სხვა. მის რეზოლიციას დაემატნენ ხელმოწერები. შესაბამისად, თუ ხელისუფლებას ასეთი პოზიციას აქვს რომ ეს არის ერთი ლობისტის ნამუშევარი და ამიტომ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, ჩვენ ასე არ გვაქვს საქმე, საკონსტიტუიციო ცვლილებების ჩავარდნისა და ჩვენი წამოსვლის შემდგომ საქართველომ მიიღო ძალიან დიდი ტალღა ნეგატივისა, რომელიც მანამდე არ ჰქონია. მთელი საერთაშორისო საზოგადოება ერთის მხრივ მოუწოდებდა საქარველოს რომ ის არასწორი ნაბიჯები რაც გადადგა შეეცვალა. როდესაც ხელისფლებამ დაიწყო უფრო ადკვატური მოქმედება ამას, რა თქმა უნდა, ყველა მიესალმა. ეს ადამიანები ჩვენ მტრები კი არა, მეგობრები არიან და როგორც ჩვენ მეგობრებს სურთ, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები მიდიოდეს, უნდათ რომ არ იყოს პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულებაში. პარტნიორები გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული დემოკრატიის ნაწილი ვიყოთ, რაღაცეები გვაქვს გასაკეთებელი, - განაცხადა ჩუგოშვილმა. ამერიკის რესპუბლიკელი კონგრესმენის მაკვეინ მალინი ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და ქართულ ოცნების თავმჯდომარეს პუტინის მოკავშირედ მოიხსენიებს. ის ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში კარგად შეიმჩნევა პუტინის გავლენები, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლას. ის ასევე საუბრობს სცენარზე, რომელიც პრო-რუსულ ინტერესებს ემსახურება და ქვეყანაში ავიწროვებს ამერიკულ ბიზნესს, ფრონტერასთან ერთად სახელდება სხვა კომპაიებიც. ამერიკელი კონგრესმენმა მანამდე ღია წერილით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა და სადაც გამოთქვამდა შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევის გამო.


Latest News
Hashtags:   

მარკვეინ

 | 

მალინი

 | 

ერთადერთი

 | 

კონგრესმენი

 | 

რომელიც

 | 

წუხილებს

 | 

გამოთქვამს

 | 

თამარ

 | 

ჩუგოშვილი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources