Friday 7 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

ყველა დარწმუნებულია, რომ საქართველოში პრობლემებია, ფრონტერა არაა პირველი, იქამდე ანაკლიის პორტის და ფილიპ მორისის სკანდალი იყო - ბოკერია კონგრესმენის კრიტიკაზე

კონგრესმენ მაკვეინ მალინის კრიტიკას ივანიშვილის მიმართ და ამაზე მმართველი გუნდის რეაქციას ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია დღის კურიერის ეთერში გამოეხმაურა. გიგა ბოკერია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კონგრესმენ მალინის მხრიდან კრიტიკა გარკვეული ბიზნესის ლობისტობითაა გამოწვეული გიგა ბოკერია აბსურდულს უწოდებს. რას ნიშნავს ლობისტი? ალბათ გულისხმობენ, რომ კონკრეტული კონგრესმენი, თუ მას მის შტატში რეგისტრირებული ბიზნესი მიაწვდის ინფორმაციას, რომ სტრატეგიული პარტნიორ ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ არსებობს და ამერიკულ ინვესტიციას ავიწროებენ ის ხმას ამოიღებს. ჩვენ ხომ პრობლემა სხვა რამე გვაქვს, რომ ქვეყანა როდესაც რეპუტაციას ასე დაკარგავს, როგორც ივანიშვილმა დააკარგვინა საქართველოს, რომ უბრალოდ კანონის უზენაესობის პრობლემა კი არ არის და სასამართლოს დამოუკიდებლობის, ეს უკანასკნელი ჩვენი გუნდის დროსაც არსებობდა არსებითად, ახლა უბრალოდ გაღრმავდა, არამედ ფუნდამენტურ საკითხებში, სტრატეგიული პარტნიორის ინვესტიციებსაც კი ემუქრება საფრთხე და არა მარტო ისინი, ვინც ფრონტერას საკითხზე საუბრობს, ყველა დარწმუნებულია, რომ პრობლემებია საქართველოში სერიოზული. ფრონტერა ხომ არაა პირველი, ანაკლიის პორტის სკანდალია იქამდე და ფილიპ მორისის ამბავი იყო. იმის მაგივრად რომ ჩვენ გვქონდეს რეპუტაცია კონგრესში, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ყველას უწევდნენ რეკომენდაციას, რომ ფული ჩადეთ, ამის მაგივრად, გვაქვს ამ ტიპის დიპლომატიური თუ პოლიტიკური ომი ინვესტორებთან, რა თქმა უნდა, ისინი კონტაქტზე არიან თავის წარმომადგენლებთან წარმომადგენლობით ორგანოში და ხმას იღებენ, მით უმეტეს, რომ კონტექსტს ხედავენ, რომ ერთპიროვნული მმართველობაა, სასამართლო კონტროლის ქვეშაა, არაფორმალური მმართველია, რომელიც თავისი ხუშტურებით აკეთებს სისულელეებს და ვნებს ქვეყანას, - განაცხადა გიგა ბოკერიამ, მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორები ხედავენ დადებითსაც და უარყოფითსაც. მათი შეფასებების დღის წესრიგი ერთნაირია და დემოკრატიის პრინციპების დაცვას ითხოვს, თუმცა განსხვავდება კონგრესმენისა და მაგალითად ელჩის რიტორიკა. ამერიკის რესპუბლიკელი კონგრესმენის მაკვეინ მალინი ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და ქართულ ოცნების თავმჯდომარეს პუტინის მოკავშირედ მოიხსენიებს. ის ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში კარგად შეიმჩნევა პუტინის გავლენები, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლას. ის ასევე საუბრობს სცენარზე, რომელიც პრო-რუსულ ინტერესებს ემსახურება და ქვეყანაში ავიწროვებს ამერიკულ ბიზნესს, ფრონტერასთან ერთად სახელდება სხვა კომპანიებიც. ამერიკელი კონგრესმენმა მანამდე ღია წერილით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა და სადაც გამოთქვამდა შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევის გამო.


Latest News
Hashtags:   

ყველა

 | 

დარწმუნებულია

 | 

საქართველოში

 | 

პრობლემებია

 | 

ფრონტერა

 | 

პირველი

 | 

იქამდე

 | 

ანაკლიის

 | 

პორტის და

 | 

ფილიპ

 | 

მორისის

 | 

სკანდალი

 | 

ბოკერია

 | 

კონგრესმენის

 | 

კრიტიკაზე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources