Tuesday 4 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

უნდა იყოს უფრო მეტი მზადყოფნა - ამირან გამყრელიძის თქმით, COVID-19-თან დაკავშირებით პრინციპული რეკომენდაციების დაცვა კვლავ აუცილებელია

როგორ ჩატარდება არჩევნები კოვიდ პანდემიის პირობებში, ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდა. ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად პოზიტიური ეპიდსიტუაციისა, კვლავ აუცილებელია იმ პრინციპული რეკომენდაციების დაცვა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა იძლევა: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ჩვენს მეზობელ, ან სხვა ქვეყნებში, ეს ჩვენ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და უნდა იყოს უფრო მეტი მზადყოფნა. მთავარი რეკომენდაციები - პირბადის ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა და ჰიგიენის წესების დაცვა, თავი უნდ ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


Latest News
Hashtags:   

მზადყოფნა

 | 

ამირან

 | 

გამყრელიძის

 | 

თქმით

 | 

COVID

 | 

დაკავშირებით

 | 

პრინციპული

 | 

რეკომენდაციების

 | 

დაცვა კვლავ

 | 

აუცილებელია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources