Friday 7 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტში 4 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა იქნება - ირაკლი კოვზანაძე

2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტში ხვალ შევა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, კანონმდებლები ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს ელოდებიან, რის შემდეგაც საკომიტეტო განხილვები დაიწყება. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტში 4 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა იქნება. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 4,5%-იან ზრდაზე. საქართველოში არის ეკონომიკური კრიზისი, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აქედან გამომდინარე, გვექნება 4%-იანი ეკონომიკური ვარდნა, ეს არის ჩადებული. ასევე ჩადებული არის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დეფიციტი და ეს დეფიციტი იქნება ბიუჯეტში 8,5%-ის ფარგლებში. დანარჩენი ციფრები ხარჯვითი ნაწილის შემოსავლების, ყველაფრის პრეზენტაცია მოხდება ხვალ, - განმარტა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.


Latest News
Hashtags:   

ქვეყნის

 | 

ბიუჯეტში 4

 | 

პროცენტიანი

 | 

ეკონომიკური

 | 

ვარდნა

 | 

იქნება

 | 

ირაკლი

 | 

კოვზანაძე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources