Sunday 9 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

ბიზნესსუბიექტების და მოქალაქეების ყველა საჭიროება გონივრულ ფარგლებში დაკმაყოფილდება - ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ანტიკრიზისულ ბიუჯეტში, რომლის განხილვაც საპარლამენტო კომიტეტის ფარგლებში დღეს დაიწყება, ბიზნესისა და მოქალაქეების ყველა საჭიროებაა გათვალისწინებული. ირაკლი კობახიძე ბიუჯეტის პაკეტის კანონად ქცევას მიესალმება. ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით იმ პაკეტის კანონად ქცევას, რომელსაც მხარი დავუჭირეთ. ზედმიწევნით არის გავლილი აბსოლუტურად ყველა საჭიროება, რომელიც აქვს მოქალაქეებს და ბიზნესსუბიექტებს და გონივრულ ფარგლებში, ყველა ეს საჭიროება დაკმაყოფილდება, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები დღეიდან იწყება. COVID -19-ის გამო მასში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი. უმრავლესობისგან განსხვავებით, პროექტი ოპოზიციისთვის მიუღებელია. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ შემცირებები მექანიკური და გაუაზრებელია და მოსახლეობის საჭიროებების არ პასუხობს. დეპუტატები დოკუმენტის განხილვის დასრულებას თვის ბოლოსთვის ვარაუდობენ.







Latest News
Hashtags:   

ბიზნესსუბიექტების

 | 

მოქალაქეების

 | 

ყველა

 | 

საჭიროება

 | 

გონივრულ

 | 

ფარგლებში

 | 

დაკმაყოფილდება

 | 

ირაკლი

 | 

კობახიძე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources