Monday 10 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

რაც ამ პარლამენტში ვარ ოპოზიციას ბიუჯეტისთვის მხარი არასდროს დაუჭერია - ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დღის კურიერის პირდაპირ ეთერში ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაზე ისაუბრა. კოვზანაძემ ოპონენტების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ მათი ხედვები განსხვავებულია და მისი აზრით, ბიუჯეტი ყველა გამოწვევას პასუხობს. რეალურად, ესაა ახალი ბიუჯეტი. 2020 წლის, რადგან შეცვლილია თითქმის ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, ასევე, თითქმის ყველა მუხლი. ოპოზიციას ვატყობ, რომ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს, მაგრამ რაც ამ პარლამენტში ვარ, ოპოზიციას ბიუჯეტისთვის მხარი არასდროს დაუჭერია. ერთი საათის შემოსული იყო ბიუჯეტი პარლამენტში და ოპოზიციამ იქვე განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს. ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ დეტალურად ნახავენ და ამის შემდეგ გააკეთებენ განცხადებებს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს თქვენს ეთერში იყვნენ, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან თავისი მიმართულებით, მათი ხედვები განსხვავებულია ჩვენი ხედვებისგან და, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი აგებული იყო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე, ჩვენ ჩადებული გვქონდა 4.5% ზრდა და ვფიქრობდით, რომ 2020 წელს 55-იან ზრდაზე გავიდოდით, მაგრამ იცით, რომ ეკონომიკური კრიზისია როგორც ჩვენთან, ისე მთელ მსოფლიოში. ამიტომ, ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის შემცირებაზე და აქ არის -4% ეკონომიკა შეგვიმცირდება. დეფიციტი ჩადებული იყო 2.5% მთლიანი შიდა პროდუქტიდან ნაანგარიშევი და ახლა არის 8.5%. შემოსავლების ნაწილში ჩვენ გვაკლდება თითქმის მილიარდ 800 მილიონი ლარი. ბიუჯეტში ჩადებული გვაქვს ყველა პროგრამა, რომელიც დასახელებული იქნება ბოლო 1 თვის განმავლობაში. ამ პროგრამებისთვის გვჭირდება საშუალოდ 3.4 მილიარდი ლარი. აქედან გამომდინარე, გაზრდილია ასიგნებები სახელმწიფო ბიუჯეტში. თუ 2020 წლის ბიუჯეტში ხარჯები იყო 14 მილიარდ 430 მილიონი, ახლა არის თითქმის 16 მილიარდი. ანუ, 2020 წელს წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 15 მილიარდ 923 მილიონი იმისთვის, რომ რაც ვალდებულებები იყო დავაფინანსოთ, მათ შორის პენსიების ზრდა და სხვადასხვა პროგრამები. ეს ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც საქართველოსი არის ვირუსთან დაკავშირებით, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.


Latest News
Hashtags:   

პარლამენტში

 | 

ოპოზიციას

 | 

ბიუჯეტისთვის

 | 

მხარი

 | 

არასდროს

 | 

დაუჭერია

 | 

ირაკლი

 | 

კოვზანაძე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources