Friday 7 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

როგორც არ უნდა გვინდოდეს ტურიზმის ძალიან სწრაფად ამოქმედება, არ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ ჩვენს მოსახლეობას - ნათია თურნავა

კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხე იზრდება, იზრდება იმ შემთხვევების რაოდენობაც, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია. მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მინისტრთა კაბინეტის წევრები მოუწოდებენ. ამ საკითხზე საუბარი იყო მთავრობის სხდომაზე, სადაც ითქვა, რომ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს რეკომენდაციები, რომელთა შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ დინამიური ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შეუძლებელია საბოლოოდ ითქვას, თუ როგორი იქნება ქვეყნის პირველი ტურისტული გეოგრაფია. მინისტრის თქმით, აქცენტი ისეთ ქვეყნებზე გაკეთდება, რომლებშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით მართული და საიმედოა. ნათია თურნავა ამბობს, რომ მესამე ქვეყნების მიმართ მიდგომა ევროკავშირის მხრიდან მიმდინარე თვის ბოლოს ჩამოყალიბდება. ვითარება ძალიან დინამიკურია, ამიტომ არ შეიძლება საბოლოოდ თქმა, თუ როგორი იქნება ჩვენი პირველი ტურისტული გეოგრაფია. ჩვენ რაც, მთავარია ჩვენი საშინაო დავალება გვაქვს ძალიან კარგად შესრულებული, ანუ ამთავითვე ავიღეთ აქცენტი ისეთ ქვეყნებზე, სადაც კარგად იყო მართული ეს ეპიდემიოლოგიური ვითარება, შედარებით კეთილსაიმედო იყო ეს ვითარება და მათთან გავწიეთ უკვე სამუშაო ორმხრივ დონეზე. ევროკავშირის მხრიდან საბოლოოდ, რომ ჩამოყალიბდება და ეს ალბათ ამ დღეებში, ამ თვის ბოლომდე მოხდება, მიდგომა მესამე ქვეყნების მიმართ, ვადები, ქვეყნები, კრიტერიუმები, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ და მერე გამოჩნდება უკვე თუ ჩვენი ასე ვთქვათ გარკვეული ნამუშევარი, ათამდე სხვადასხვა სახელმწიფოსთან გვქონდა ჩვენ უკვე კომუნიკაცია, თუ რა შედეგს გამოიღებს. როგორც არ უნდა გვინდოდეს ტურიზმის ძალიან სწრაფად ამოქოქვა და ამოქმედება, არ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ ჩვენს მოსახლეობას, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.


Latest News
Hashtags:   

როგორც

 | 

გვინდოდეს

 | 

ტურიზმის

 | 

ძალიან

 | 

სწრაფად

 | 

ამოქმედება

 | 

დავაყენებთ

 | 

საფრთხის

 | 

ჩვენს

 | 

მოსახლეობას

 | 

ნათია

 | 

თურნავა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources