Tuesday 4 August 2020
Home      All news      Contact us      English
rustavi2 - 1 month ago

მოვუწოდებთ პარლამენტს გააძლიეროს ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი დასქმებულები - არასამთავრობო სექტორი შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე

არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ხელისუფლებას მიმართავენ, გაუმჯობესდეს დასაქმებულთა პირობები. სამოქალაქო სექტორი იმ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მომხრეა, რომლის მიხედვითაც, მათივე ვერსიით, იცვლება ანაზღაურების წესი ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაში. EMC-სა და საიას წარმომადგენლები შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე საუბრობენ. სამწუხაროდ, საგრძნობლად შეთხელებული, მოკრძალებული კანონპროექტი არის შესული ახლა პარლამენტში და ამოღებულია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მუხლი. როგორც ჩანს, პარლამენტი წავიდა სერიოზულ კომპრომისზე და დათმობებზე ბიზნესთან. დღეს ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს რომ აიღოს პასუხისმგებლობა, აღარ დათმოს მნიშვნელოვანი პუნქტები ბიზნესის სასარგებლოდ და ერთხელ და სამუდამოდ, მინიმალური, ბაზისური გარანტიები, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი მიიღოს იმისთვის, რომ გააძლიეროს ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი დასაქმებულები დღეს, - განაცხადა EMC-ს სოციალური პროგრამების დირექტორმა კოტე ერისთავმა. ინსპექციისთვის მანდატის გაზრდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და ზოგადად, რაც უფრო მეტი გარანტია გაჩნდება კანონმდებლობაში შრომის უფლებების დაცვის საკითხში, დასაქმებულების უფლებები უფრო მეტად იქნება დაცული. რაც შეეხება პრობლემურ ნაწილებს, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთ-ერთი ნაწილი, როდესაც უკანონოდ გათავისუფლებული იმ შემთხვევაში, თუ ის წარმატებით დაასრულებს სასამართლო დავას, ის კომპენსაციის სახით მიიღებს მხოლოდ იმ თანხას, რომელიც სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის იქნება განსაზღვრული, მაგრამ აღსრულება შესაძლოა გაიწელოს წლების განმავლობაში. ჩვენ გვქონია ამის პრაქტიკა, - აღნიშნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.


Latest News
Hashtags:   

მოვუწოდებთ

 | 

პარლამენტს

 | 

გააძლიეროს

 | 

ძალიან

 | 

მძიმე

 | 

მდგომარეობაში

 | 

მყოფი

 | 

დასქმებულები

 | 

არასამთავრობო

 | 

სექტორი

 | 

შრომის

 | 

კანონმდებლობაში

 | 

შესატან

 | 

ცვლილებებზე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources