Friday 7 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

სურსათის სააგენტოს ინსპექტორი დააკავეს ქრთამის აღების ბრალდებით

თბილისში დააკავეს სურსათის ეროვნული სააგენტოს საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი, რომელსაც ბრალად ედება ქრთამის აღება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული დაუკავშირდა თბილისის ერთ-ერთი კაფე-ბარის მფლობელს, რომელსაც დაპირდა, რომ სააგენტო ობიექტს არ შეამოწმებდა, ხოლო შემოწმების დაგეგმვის შემთხვევაში მეწარმეს წინასწარ შეატყობინებდა. საგამოძიებო სამსახურის ცნობითვე, ბრალდებულმა კაფე-ბარის მფლობელს წინასწარ მოთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღებას და ისჯება 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.


Latest News
Hashtags:   

სურსათის

 | 

სააგენტოს

 | 

ინსპექტორი

 | 

დააკავეს

 | 

ქრთამის

 | 

აღების

 | 

ბრალდებით

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources