Thursday 13 August 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

კორონავირუსით მე-15 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში

ინფორმაციას მე-15 პაციენტის გარდაცვალების შესახებ მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-საიტი stopcov.ge ავრცელებს. გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია, საქართველოს მოქალაქე, შემოსული ერთ ერთი მეზობელი ქვეყნიდან, რომლის მდგომარეობა თავიდანვე იყო მძიმე, მრავლობითი თანმხლები დაავადებებით. უკანასკნელი ორი კვირა იყო ხელოვნურ ვენტილიაციაზე , - განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. ამავე მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 785-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი.  


Latest News
Hashtags:   

კორონავირუსით

 | 

ადამიანი

 | 

გარდაიცვალა

 | 

საქართველოში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources