Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 29 days ago

ამერიკელი სამხედრო მეთაური: სამხედრო მანევრები პოლონეთში ამტკიცებს, რომ ნატოს შეუძლია კოვიდის გარემოში მოქმედება

ათასობით ამერიკელი და პოლონელი ჯარისკაცი მონაწილეობს სამხედრო მანევრებში, რომელიც მაისისთვის იყო თავიდან დაგეგმილი, შემდეგ კი მასშტაბები შეუმცირდა და გადაიდო კორონავირუსის პანდემიის გამო. სულ ექვსი ათასი, მათ შორის ოთხი ათასი ამერიკელი სამხედრო მონაწილეობს მანევრებში, რომელიც 19 ივნისამდე გაგრძელდება, და რომელიც მიმდინარეობს პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთში დრავსკო პომორსკიეს საწვრთნელ არეალში. მანევრები, სახელწოდებით, Allied Spirit განზრახული იყო, რომ იქნებოდა Defender Europe 20-თან დაკავშირებული ერთ-ერთი საწვრთნელი აქცია, რომელის დროსაც უნდა გამოეცადათ ოცი ათასი ამერიკელი სამხედროს განთავსება, რომლებიც ევროპის რამდენიმე ქეყანაში მიმდინარე წვრთნაში მიიღებდნენ მონაწილეობას. Allied Spirit-ი შემცირებული მასშტაბის მანევრებია, რომლის დროსაც პოლონელების მიერ განხორციელდება საჰაერო-სადესანტო ოპერაცია და აშშ-ის და პოლონეთის ნაწილების მიერ ერთობლივად, მდინარის გადალახვის ოპერაცია, განაცხადეს 5 ივნისს ტელეკონფერენციისას ამერიკელმა და პოლონელმა ოფიცრებმა, რომლებიც მეთაურობენ მანევრებს. მიუხედავად იმისა, რომ გეგმით ბევრად უფრო მეტი ჯარისკაცი უნდა ჩამოსულიყო, არმიამ აშშ-დან შესძლო გამოეგზავნა „საიმედო საბრძოლო ძალა ნავსადგურიდან ნავსადგურამდე და შემდეგ ხმელეთით“, თქვა ბრიგადის გენერალმა, ქრისტოფერ ნორიმ. მისი თქმით, მანევრები მნიშვნელოვანია არაერთი მიზეზით, მაგრამ მთავარი ისაა, რომ აქედან ჩანს: ნატოელ პარტნიორებს აქვს შესაძლებლობა უსაფრთხოდ ივარჯიშონ “კოვიდის ამ გარემოში“.

Related news

Latest News
Hashtags:   

ამერიკელი

 | 

სამხედრო

 | 

მეთაური

 | 

სამხედრო

 | 

მანევრები

 | 

პოლონეთში

 | 

ამტკიცებს

 | 

ნატოს

 | 

შეუძლია

 | 

კოვიდის

 | 

გარემოში

 | 

მოქმედება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources