Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 29 days ago

ბი-ბი-სი-ს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება პირველი სექტემბრიდან

ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ, ბი-ბი-სი-მ, გამოაცხადა, რომ ტიმ დევი დაიკავებს გენერალური დირექტორის თანამდებობას პირველი სექტემბრიდან: ბი-ბი-სი საზოგადოებრივი თანხებით ფინანსდება. „გაერთიანებული სამეფოსთვის ეს იყო კრიტიკული ჟამი და გასულმა რამდენიმე თვემ დაგვანახა, რამდენს ნიშნავს ხალხისთვის ბი-ბი-სი, თქვა 5 ივნისის განცხადებაში დევიმ, რომელიც „ბი-ბი-სი სტუდიოს“ ხელმძღვანელობს და ამასთან, განაგებს მაუწყებლის საერთაშორისო სფეროს განვითარებას და სარედაქციო სტრატეგიას. „ჩვენი მისია არასოდეს ყოფილა უფრო აქტუალური, მნიშვნელოვანი და აუცილებელი. მე მთლიანად ვემხრობი უმაღლესი ხარისხის შინაარსს და მიუკერძოებლობას , დასძინა მან. დევი გახდება მაუწყებლობის 98-წლიან ისტორიაში მისი მე-17 გენერალური დირექტორია და შეცვლის ტონი ჰოლს. „სამომავლოდ საჭიროა დავაჩქაროთ ცვლილებები, რათა მოვემსახუროთ მთელს ჩვენ აუდიტორიას ამ სწრაფად ცვალებად მსოფლიოში“, თქვა მან.

Related news

Latest News
Hashtags:   

ახალი

 | 

გენერალური

 | 

დირექტორი

 | 

ეყოლება

 | 

პირველი

 | 

სექტემბრიდან

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources