Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 29 days ago

ლუკაშენკა აპირებს შეახსენოს ბელარუსელებს, რომ „საქართველომ ტერიტორიის თითქმის მესამედი დაკარგა“

ბელარუსი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც მწუხარება არ უნახავს, -  განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ. მთავრობის ახალ შემადგენლობასთან შეხვედრაზე იგი საქართველოში, მოლდოვაში, ლიტვასა და უზბეკეთში განვითარებულ მოვლენებს შეეხო. „ზოგიერთ ბელარუსელს ჰგონია, რომ ეს სადღაც შორს გაანადგურეს უკრაინა. იქ ომი მიდის და ქვეყანას ტერიტორიის ნაწილი წაართვეს. ჰქონიათ,  რომ სადღაც შორსაა მოლდოვა, რომელიც ორ ნაწილად, დნესტრისპირეთად და დასავლეთ მოლდოვად გაყვეს. დაავიწყდათ როგორ იბრძოდნენ ლიტვაში და საბჭოთა პერიოდში, გორბაჩოვის დროს, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს იცავდნენ. დაავიწყდათ, რომ კავკასია ჯერ კიდევ ცეცხლშია, სომხები აზერბაიჯანელებს ებრძვიან და შეთანხმებას  ვერ ახერხებენ. დაავიწყდათ, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიის თითქმის მესამედი დაკარგა-ჯერ აფხაზეთი, შემდეგ სამხრეთ ოსეთი. ბოლოს არავინ იცის, როგორ დადიოდა ჩემი მეგობარი რახმონი ტყვიამფრქვევით ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, რათა წესრიგი დაემყარებინა და რამდენი ადამიანი დაიღუპა იქ ბრძოლაში. დაავიწყდათ ყოფილმა პრეზიდენტმა კარიმოვმა ანდიჟანში როგორ ჩაახშო პუტჩი და როგორ დახვრიტა ათასობით ადამიანი. მისი საქციელი ყველამ დაგმო, თუმცა როცა გარდაიცვალა, მუხლებზე დამხობილები ტიროდნენ და მოთქვამდნენ. ჩვენ ეს არ გადაგვიტანია, ამიტომ ზოგიერთ ჩვენგანს ამის გაგება არ უნდა. ასე რომ შევახსენებთ“, - აღნიშნა ლუკაშენკამ. მან განაცხადა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ბელარუსის ბედზე აისახება, მიღებულ უნდა იქნას მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ბელარუსი ხალხის მიერ: „თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. მისი ეკონომიკური კომპონენტი ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობის ზონას განეკუთვნება. ამ სფეროში არაფრით არ შეიძლება ნაციონალური უფლებამოსილების დაკარგვა , - აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკამ. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოსაა დანიშნული. ლუკაშენკა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირის პოსტი 1994 წლიდან უკავია, პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას მეექვსე ვადით აპირებს. ოპოზიციას საერთო კანდიდატი არ დაუსახელებია, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავს. აქციებზე მინსკსა და სხვა ქალაქებში ასობით ადამიანი იყრის თავს. ლუკაშენკამ ამასთან დაკავშირებით ოპოზიცია გააფრთხილა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ქვეყანაში „მაიდანი“ არ იქნება.

Related news

Latest News
Hashtags:   

ლუკაშენკა

 | 

აპირებს

 | 

შეახსენოს

 | 

ბელარუსელებს

 | 

„საქართველომ

 | 

ტერიტორიის

 | 

თითქმის

 | 

მესამედი

 | 

დაკარგა“

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources