Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 29 days ago

კიევში დემონსტრაცია იმართება შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით

ასეულობით დემონსტრანტი მივიდა უკრაინის პარლამენტის შენობასთან კიევში და მოითხოვდა ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის გადადგომას. დემონსტრანტმა დაანთეს კვამლის ბომბები და პეტარდები. ავაკოვი, რომელიც ამ დროს, 5 ივნისს, სიტყვით გამოდიოდა პარალმენტში, ბოლო დღეებში მძაფრი კრიტიკის სამიზნე გახდა. მის მიმართ კრიტიკულები აცხადებენ, რომ თანამდებობაზე ყოფნის ექვსი წლის განმავლობაში მან ვერ მიაღწია აღმოეფხვრა პოლიციის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება, გაეტარებინა რეფორმები და ხელი შეეწყო მართლწესრიგისთვის. მაგრამ ავაკოვს ზურგი გაუმაგრა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც მინისტრს უწოდა „მართლაც ძლიერი მინისტრი“. ავაკოვის გადადგომის მოთხოვნები მოჰყვა ცნობებს ინციდენტების შესახებ, როცა სავარაუდოდ, პოლიციელმა გააუპატიურა ქალი ქალაქ კაჰარლიკში, კიევის მახლობლად და კიევში დამნაშავეთა ჯგუფებმა სროლა აუტეხეს ერთმანეთს მაისის ბოლოს.  ავაკოვის გადადგომის მოთხოვნის დემონსტრაციაზე მივიდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებისა და პარტიების წარმომადგენლები.  

Related news

Latest News
Hashtags:   

კიევში

 | 

დემონსტრაცია

 | 

იმართება

 | 

შინაგან

 | 

საქმეთა

 | 

მინისტრის

 | 

გადადგომის

 | 

მოთხოვნით

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources