Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 29 days ago

სამხრეთ ამერიკაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი იმატებს, აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები ვირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის

ამერიკის ორივე კონტინეტზე იზრდება კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი, ბრაზილიასა და მექსიკაში ბოლო 24 საათში ვირუსით დაღუპულთა ყველაზე დიდი ზრდა მოხდა, რის ფონზეც რეგიონული ლიდერებს ეკონომიკების გახსნა სურთ. ინფიცირების და სიკვდილიანობის ახალი შემთხვევები აშშ-ში გვიჩვენებს იმის ნიშნებს, რომ რაოდენობა იზრდება შეზღუდვების გაუქმების და იმ შეშფოთების ფონზე, რომ უწყვეტმა საპროტესტო გამოსვლებმა პოლიციის მხრიდან ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ შეიძლება პანდემიის აფეთქება გამოიწვიოს.. სამხრეთი ამერიკა კორონავირუსის პანდემიის ახალი ეპიცენტრია და ადგილობრივი ჯანდაცვის მუშაკები გამოდიან ეკონომიკის გახსნის წინააღმდეგ. ბრაზილიაში სიკვდილის შემთხვევათა რიცხვმა 4 ივნისს იტალიის მონაცემს გადააჭარბა და ახლა, სამხრეთ ამერიკის ეს ქვეყანა, 210-მილიონიანი მოსახლეობით, მესამეა მსოფლიოში აშშ-ისა და ბრიტანეთის შემდეგ დაღუპულთა რიცხვით. ბოლო 24 საათში ბრაზილიაში 1473 ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით. სულ ბრაზილიაში ინფექციამ მოკლა 34021 ადამიანი. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, რობერტ რედფილმა, კონგრესის კომიტეტს თავისი შეშფოთება გაუზიარა 4 ივნისს, რომ ჯანდაცვის უწყების მიმართვა ხალხისადმი პირბადეების ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ არ სრულდება სრულად და ბოლო კვირებში ეკონომიკის გახსნის შემდეგ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. რედფილდმა გაიმეორა ბოლო დღეებში ჯანდაცვის უწყების თანამშრომლების კომენტარები და გაფრთხილება გამოთქვა, რომ საპროტესტო გამოსვლები მთელ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით ქალაქებში, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ აფეთქების გაკონტროლებისას. მთელ ქვეყანაში, ბოლო 24 საათში 1021 ადამიანი გარდაიცვალა ახალი კორონავირუსით და 4 ივნისის მონაცემით, სულ, დაღუპულთა რაოდენობა აშშ-ში 108120-მდე გაიზარდა.

Related news

Latest News
Hashtags:   

სამხრეთ

 | 

ამერიკაში

 | 

კოვიდ

 | 

გარდაცვლილთა

 | 

რიცხვი

 | 

იმატებს

 | 

საპროტესტო

 | 

გამოსვლები

 | 

ვირუსის

 | 

გავრცელების

 | 

საფრთხეს

 | 

ზრდის

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources