Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 30 days ago

გახარია: ჯარისკაცებმა მითხრეს, რომ სამხედრო ფეხსაცმელებში თავს ისე გრძნობენ, როგორც ბოტასებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ჯარს დღეს აცვია ზუსტად ისეთი ამუნიცია, როგორიც აცვიათ გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცებს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ქართული ჯარის უხარისხო ფეხსაცმლით მომარაგების საკითხზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა და თქვა, რომ თავად ჯარისკაცებმა მას უთხრეს, რომ სამხედრო ფეხსაცმელებში თავს ისე გრძნობენ, როგორც ბოტასებში. ბოლოს რომ ვიყავი ვაზიანში 26 მაისს, იქ უბრალოდ  ვესაუბრე ჯარისკაცებს, კონკრეტულად, რიგით ჯარისკაცებს და აღფრთოვანებულები იყვნენ  აი ამ ფეხსაცმელებით. რა მითხრეს იცით? ისეთი შეგრძნება მაქვსო, რომ ბოტასები მაცვიაო. ეს ხალხი იყო კმაყოფილი და ბედნიერი და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია. ამის გამო მინისტრს მადლობას ვეტყვი, რომ რიგითები ასე გრძნობენ თავს , - განაცხადა გიორგი გახარიამ ქუთაისში, სადაც იგი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პირებისა და მედიასაშუალებების მხრიდან მზადდება მორიგი, სიცრუეზე დაფუძნებული ნეგატიური კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „საქმე ეხება, ისტორიაში პირველად შემოტანილი უმაღლესი ხარისხის, ევროპული წარმოების სამხედრო ფეხსაცმლებისა და ბათინკების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას“. აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ 5 მაისს ოფიციალური განცხადება გაავრცელა.   

Related news

Latest News
Hashtags:   

გახარია

 | 

ჯარისკაცებმა

 | 

მითხრეს

 | 

სამხედრო

 | 

ფეხსაცმელებში

 | 

გრძნობენ

 | 

როგორც

 | 

ბოტასებში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources