Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 29 days ago

ვარკეთილში პოლიციას ჩაბარდა შეიარაღებული კაცი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ვარკეთილში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეიარაღებული კაცი პოლიციას ჩაბარდა. „მოლაპარაკებების შემდეგ პირმა დატოვა საცხოვრებელი სახლი, ჩაგვბარდა. არავინ დაშავებულა ღონისძიების შედეგად. ამ ეტაპისთვის უტარდება სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი იმყოფება ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში. მასთან რამდენიმესაათიან მოლაპარაკებას ვაწარმოებდით, რის შედეგადაც მან მიიღო გადაწყვეტილება და უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ საცხოვრებელი სახლიდან. არავის საფრთხე არ ემუქრება ამ ეტაპისთვის, არავინ დაშავებულა“, - ამბობს ვაჟა სირაძე. შეიარაღებული კაცი, რომელმაც ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლლებას უთხრა, რომ მას 2018 წელს შემაკავებელი ორდერი ერთი თვით ჰქონდა გამოწერილი ოჯახის წევრზე ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, რომლის მოქმედების ვადა, ბუნებრივია, გასულია.

Related news

Latest News
Hashtags:   

ვარკეთილში

 | 

პოლიციას

 | 

ჩაბარდა

 | 

შეიარაღებული

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources