Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 30 days ago

დიახ, 2015 წლის შემდეგ გავღარიბდი- გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვაზე

2015 წლის შემდეგ გავღარიბდი და ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი იმიტომ, რომ ვემსახურები ამ ქვეყანას, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  ქუთაისში „მთავარი არხის“ ჟურნალისტს კითხვაზე, 2015 წლის შემდეგ სად ქრება ქონება მის ქონებრივ დეკლარაციაში, რომლის თანახმად მთავრობის მეთაურს საბანკო ანგარიშზე 100 ლარამდე  აქვს. „ქონებრივი დეკლარაცია ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შევსებულია დეტალურად. იქ არის ყველაფერი დაცული. რაღაცა გავყიდე, რაღაცა ნაწილში  მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება. ეხლა რა გინდათ, მოგიყვეთ, ჩემს წინა ცხოვრებაში შემოსავლები რამდენი მქონდა?“, - უთხრა გიორგი გახარიამ ჟურნალისტს. მის მიერ დასმულ მორიგ შეკითხვაზე, გაღარიბდა თუ არა მოსახლეობაც, პრემიერ-მინისტრმა  განაცხადა, რომ მოსახლეობას უჭირს, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში და ასეთი კითხვის ღიმილით დასმა ამორალურია.  

Related news

Latest News
Hashtags:   

შემდეგ

 | 

გავღარიბდი

 | 

გიორგი

 | 

გახარია

 | 

ჟურნალისტის

 | 

კითხვაზე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources