Sunday 5 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 30 days ago

პოლიცია  ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებს კაცთან, რომელიც ვარკეთილში კორპუსიდან ისროდა

შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსიდან  რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაშია. თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის ვაჟა სირაძის განმარტებით, იგი ჩაკეტილია ბინაში, პირველ სართულზე. ვაჟა სირაძის თანახმად, პოლიცია აღნიშნულ პირთან ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, როგორც პირადად, ასევე სატელეკომუნიკაციო საშუალებით. მისი თქმით, მას არავითარი მოთხოვნა არ აქვს. „არავინ დაშავებულა და კონკრეტულად არავის მიმართ არ გაუსროლია. ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლე არიან უსაფრთხოდ. იგი მარტოა ჩაკეტილი ,-უთხრა ჟურნალისტებს ვაჟა სირაძემ.  მისი თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები სრულად არიან მობილიზებულები კორპუსის მიმდებარე პერიმეტრზე  და მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.

Related news

Latest News
Hashtags:   

პოლიცია

 | 

ეტაპზე

 | 

მოლაპარაკებებს

 | 

აწარმოებს

 | 

კაცთან

 | 

რომელიც

 | 

ვარკეთილში

 | 

კორპუსიდან

 | 

ისროდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources