Tuesday 14 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

პოლიციამ დააკავა ბაგებში, ორი პირის დაჭრაში ბრალდებული

თბილისში, ორი მოქალაქის დაჭრის საქმეზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. შემთხვევა 3 ივნისს მოხდა ბაგებში, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობის მახლობლად. შსს-ს ინფორმაციით, 1962 წელს დაბადებულ მ.ხ-ს ბრალი ედება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში, ხოლო 1980 წელს დაბადებულ მ.გ-ს  ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარებაში. ორივე მათგანი თბილისში დააკავეს. შსს-ს განცხადებით, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.ხ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1988 წელს დაბადებულ ვ.კ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მ.გ-მ დანის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა 1980 წელს დაბადებულ გ.წ-ს და 1994 წელს დაბადებულ ი.პ-ს“.

Related news

Latest News
Hashtags:   

პოლიციამ

 | 

დააკავა

 | 

ბაგებში

 | 

პირის

 | 

დაჭრაში

 | 

ბრალდებული

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources