Friday 10 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი სინანულს გამოხატავენ აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, კვლავ ამოქმედდეს ირანის მიმართ ბირთვული სანქციები

ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა კრიტიკა გამოთქვეს აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, გააუქმოს ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ დაწესებული სანქციების გარშემო ბირთვული შეთანხმების მონაწილე ქვეყნებისთვის დაშვებული გამონაკლისები. „ღრმა სინანულს გამოვხატავთ აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, შეწყვიტოს ირანთან ბირთვული შეთანხმებით მიღებული სანქციებისთვის გვერდის ავლის წესების მოქმედება, რომლებიც ვრცელდებოდა სამოქმედო გეგმის პროექტებზე ბირთვულ სფეროში“, - ნათქვამია ევროპის სამი ქვეყნის მიერ 30 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. სანქციებისთვის გვერდის ავლის წესები ნაწილია 2015 წელს თეირანთან მიღწეული შეთანხმებისა, რომლის მიხედვით, ირანის ბირთვული საქმიანობა შეიზღუდა, ხოლო სანაცვლოდ, ირანს გაუუქმეს ეკონომიკური სანქციები. ევროპის, ჩინეთის და რუსეთის კომპანიებს ამ წესების გზით შესაძლებლობა ეძლეოდა, მონაწილეობა მიეღოთ ირანის დასავლეთში მდებარე მსხვილი სამრეწველო ქალაქის, არაქის მძიმე წყლის რეაქტორის გარდაქმნაში. „ეს პროექტები,რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციით არის დამტკიცებული, ემსახურება გაუვრცელებლობის ინტერესებს ყველასათვის და საერთაშორისო თანამეგობრობას არწმუნებს იმაში, ირანის ბირთვული აქტიურობა არის უსაფრთხო და მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურება“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა 27 მაისს, რომ ირანი განაგრძობდა „ბირთვულ ცეცხლთან თამაშს“, არ ასრულებდა ვალდებულებებს და ამიტომ, სანქციებისთვის გვერდის ავლის მექანიზმის მოქმედების გაგრძელება არ არის გამართლებული.

Related news

Latest News
Hashtags:   

ბრიტანეთი

 | 

გერმანია

 | 

საფრანგეთი

 | 

სინანულს

 | 

გამოხატავენ

 | 

გადაწყვეტილების

 | 

კვლავ

 | 

ამოქმედდეს

 | 

ირანის

 | 

მიმართ

 | 

ბირთვული

 | 

სანქციები

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources