Friday 10 July 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ნათია თურნავა: მაისიც ძალიან მძიმე იქნება და - ივნისიც!

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკისთვის მძიმე იქნება მომომავალი ორი თვე. როგორც მან აღნიშნა, წლის ბოლომდე ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, თუმცა ყველა მონაცემი არსებობს იმისთვის, რომ საქართველოში 2021 ეკონომიკის ზრდის წელი იყოს. „აპრილის თვეში 16.6 პროცენტიანი ვარდნა გვქონდა. საგანგებო ვითარების გამო ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდული იყო და ეს გაკეთდა შეგნებულად, რათა დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობა ეპიდემიის გავრცელებისგან. თუმცა არ დაგიმალავთ, მაისიც ძალიან მძიმე იქნება და - ივნისიც. ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე, როგორც მთლიანად მსოფლიოში, როგორც ევროპაში, მაგრამ ყველა მონაცემი გვაქვს იმისთვის, რომ 2021 წელი უკვე იყოს ზრდის წელი “, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით,  ვარდნა არის როგორც პანდემიისა და ეკონომიკის ხელოვნურად გაჩერების, ასევე გლობალური კრიზისის შედეგი. „კრიზისია საქართველოშიც. როგორ ვთქვი, მაისი იქნება მძიმე, ივნისიც იქნება მძიმე, მთლიანად წელიწადიც არ იქნება სახარბიელო, რადგან მოსალოდნელი 5 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, მივიღებთ საშუალოდ 5 პროცენტიან ვარდნას, მაგრამ 2021 წელზე უნდა გავაკეთოთ გათვლა და 2021 იქნება აღმატების წელი“, – განაცხადა ნათია ნათია თურნავამ. საქსტატისშეფასებით, აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა.  

Related news

Latest News
Hashtags:   

ნათია

 | 

თურნავა

 | 

მაისიც

 | 

ძალიან

 | 

მძიმე

 | 

იქნება

 | 

ივნისიც

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources